"ცოტა ხანი შენი თავიდან გასვლის და სხვა ადამიანის განწყობებით ცხოვრების საშუალება გაქვს"
- რა არის ადამიანებთან ურთიერთობაში საინტერესო?
ადამიანის გვერდით ჯდები და მის ველში ხარ. ცოტა ხანი შენი თავიდან გასვლის და სხვა ადამიანის განწყობებით ცხოვრების საშუალება გაქვს
- რა ქმნის ურთიერთობაში უხერხულობას?
თუ ადამიანს ვერ ელაპარაკები, ვერც უახლოვდები. უხერხულია როცა საერთო ინტერესები არ გაქვს და მაინც გიწევს ლაპარაკი
- რისთვის იბადება ადამინი?
საკუთარ თავთან შეხვედრისთვის
- რა გეჩვენება ხოლმე მარტივად?
რაზეც ძალიან ცოტა ინფორმაცია მაქვს. თუ ჩავუღრმავდი ყველაფერი რთულდება
- რისი გწამს ცხოვრებაში?
შეუქცევადი ცვლილებების. მგონი ეს ერთი რამე იმედს არავის გაგვიცრუებს თავისი მარადიულობით
- რა გაინტერესებს საკუთარი თავის შესახებ?
მაინტერესებს რას ვერ ვაპატიებდი საყვარელ ადამიანს
- რა გინდა რომ საყვარელ ადამიანს შენში მოსწონდეს და უყვარდეს?
უყვარდეს ჩემი არსების მრავალფეროვნება, მოსწონდეს ჩემი ფიზიკური გამოვლინება, ყველაფერი რაც ხილვადია ჩემში
- რა არის წყვილის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი?
ნდობასთან და გულწრფელობასთან ერთად თავისუფალი სივრცე, ამის გარეშე სიყვარული თაფლობის თვის შემდეგ ისე გაქრება, თითქოს არც ყოფილა
- დეპრესიაში რომ ვიყო რას მეტყოდი?
დაგცინებდი))
- შენი საყვარელი ლექსის ბოლო სტროფი..
"გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით, დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს"
Comentários