top of page

Interview: Lila Leela

"უდიდესი კოსმიური თამაშის არსი"

✍️ ინტერვიუ / ლი ლა ლილა

❓ რას ნიშნავს შენი სახელი?

სანსკრიტზე - თამაშს. ლილა მახსენებს, რომ პატარა ბედნიერებების განცდაა ამ ცხოვრების, როგორც უდიდესი კოსმიური თამაშის არსი.

❓ დაიბადე იმიტომ, რომ..

არსებობდა ამის გადაუდებელი საჭიროება. არსებობდა ასეთი სიტყვა ,,მინდა’’. ჯერ კიდევ აუსრულებელმა სურვილებმა მომიყვანა ამ ცხოვრებაში.

❓ გეღიმება როცა..

ქმედებები ან მოვლენები ამოვარდნილია ლოგიკიდან.

❓ სიყვარულია..

გაზიარება და გაცემა როცა მხიარული ხდება და არა ვალდებულებითი.

❓ როგორ გესმის „გულის მხიარულება“

გული ფართოვდება, უხარია, გარეთ გადმოხტომა უნდა.. სიხარული შიგნიდან გარეთ მოძრაობს და მუდმივად გამოხატვა უნდა. გულის სევდა გულის შეკუმშვაა

❓ თუ სევდიანი ვარ, ეს ნიშნავს რომ..

ცხოვრების ობიექტურ მშვენიერებას ვეღარ ვხედავ, რადგან თავი დავითრგუნე, ან სხვებმა დამთრგუნეს.

❓ რა ვქნა ამ დროს?

ჩაიხედე საკუთარ თავში, რა გიშლის ხელს, რა უნდა მოიშორო თავიდან. ეს შეიძლება იყოს - ადამიანები, ცუდი ჩვევები, განპირობები და ა.შ

❓ საკუთარ თავს რას ეუბნები ხოლმე?

მარტო - არაფერში არ ხარ-თქო. ჩემს თავს ვაკვირდები შორიდან და მერე ცოტა სასაცილოდ ჩანს პრობლემა.

❓ შენი რომელი თვისებაა, რისი იმედიც ცხოვრებაში გაქვს?

ყოველთვის შემიძლია დავუბრუნდე შუა წერტილს, შეიძლება ამას შინაგანი კომპასი ერქვას.. ბუნებით მაძიებელი ვარ და ასეთ დროს სად შეხეტიალდები ვინ იცის.

❓ რა არის ყველაზე ძლიერი?

ყველა ძალას თავისი მოქმედების არეალი აქვს, ამ არეალის გარეთ ეს ძალა არაფერს ნიშნავს.

❓ როგორ გესმის წარმატება?


როცა სხვებსაც ესმით - რომ რასაც ქმნი ღირებულია.

❓ რა სჭირდებათ ადამიანებს მეტი ბედნიერებისთვის?

✨ საკუთარი უნიკალურობის დანახვა, აღიარება და გაშლა.



31 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page