top of page

Interview: Maka Rochikashvili

Updated: May 14, 2023


✍️ ინტერვიუ / მაკა როჭიკაშვილი


☀️ რაც არ უნდა მოხდეს, არ დანებდე - ყველაფერი გამოდის. მთავარია, არ დაკარგო დრო და საკუთარი თავის სიყვარული.

❓ რა პერიოდიც გაიარე, რას დაარქმევდი როგორ აღწერდი?


უეცრად ადიდებულ მდინარეში ჩავარდნას, ხელების უშედეგოდ ქნევას, შემდეგ უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრას.


რამდენჯერ შეუძლია ადამიანს თავიდან დაიწყოს ცხოვრება?


ყოველთვის, უბრალოდ უნდა გჯეროდეს, რომ უნდა გადარჩე.


ეს რა მომენტში დგება და როგორ არის შესაძლებელი?


როდესაც ბრძოლით დაიღლები, სიმართლეს თვალს გაუსწორებ, აპატიებ ცხოვრებას დაგებულ მახეებს და საკუთარ თავს ახლიდან შეიყვარებ.


საკუთარი თავის გარდა, შესაძლებელია ვინმემ გიშველოს, როგორ ფიქრობ?


მთავარი მაინც შენ ხარ, მაგრამ არა საკმარისი. ადამიანები აუცილებლად გიშველიან, თუმცა შენ უნდა მისცე მათ ამის უფლება. ახალ ადამიანებს აქვთ დიდი ძალა, ისინი ჩნდებიან უეცრად და საყრდენი ხდებიან,

არ შეგეშინდეს, ენდე ცხოვრების საჩუქრებს და ინტუიციას.

რთულია ცხოვრება? როგორ უმკლავდები?


ცხოვრება რთულიცაა და მარტივიც. უფრო საინტერესოა იმდენად, რომ უნდა იცხოვრო. როგორ ვუმკლავდები? სიყვარულით, რომელსაც ვდილობ, რომ გავცე და მივიღო. ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს და მსიამოვნებს.

გამუდმებით ვპატიობ თავს შეცდომებს. ვებღაუჭები სიხარულს და ჩემს ადამიანებს. ვლოცულობ სულ გულში, იმედი მაქვს...

რა გაძლევს იმედს და რა არის შენი სიხარულის მომნიჭებელი?


ღმერთი, ოჯახი, საქმე, რომელიც მიყვარს, მეგობრები, უბრალოდ კარგი ადამიანები.


❓ რა გაძლევს მოტივაციას, რომ შენი საქმე აკეთო და ცხოვრება განაგრძო?


იმედი და სურვილი, ვიყო სასარგებლო საკუთარი თავისთვის და ადამიანებისთვის.


❓ რას გადაურჩენიხარ ძალიან რთულ მომენტში?


ჩახუტებას.


❓ რის მიმართ გაგაჩნია ცხოვრებაში დიდი პატივისცემა?


უანგარო სიკეთის, დროის, მშრომელი, შემქმნელი, სხვისთვის სასარგებლო ადამიანების მიმართ.


ადამიანებში რას აფასებ?


სულგრძელობას, ერთგულებას, სიბრძნეს, შრომას, ადამიანურობას.


რას ეტყოდი 28 წლის შენს თავს?


რაც არ უნდა მოხდეს, არ დანებდე - ყველაფერი გამოდის. მთავარია, არ დაკარგო დრო და საკუთარი თავის სიყვარული <3


❓ გჯერა სასწაულების?


მჯერა, მაგრამ ჩვენ გვიჭირს მათი დანახვა.


❓ რას მეტყვი მოულოდნელ სიხარულზე?


ის არის, რასაც მაინც სულ ველი 😊


❓ ბედნიერი ხარ? თუ კი, რაში იპოვე ბედნიერება?


ბედნიერი ვარ! საკუთარ თავში, ჩემს მისწრაფებებში, ოჯახში, ადამიანებში, ბუნებაში, ცხოვრებაში.


❓ მითხარი შენი საყვარელი ფრაზა


არასოდეს თქვა არასოდეს.


❓ რითი ამხნევებ ხოლმე საკუთარ თავს და სხვებს?


საუბრით, თანაგრძნობით, მოსმენით, სიყვარულით.


❓ დაასრულე ფრაზა: „ალბათ ოდესმე ...


ერთად ვიქნებით“



--------------------------------------------------

ინტერვიუს მეგობარი კომპანიები:

--------------------------------------------------


მაკა როჭიკაშვილი




62 views0 comments

Recent Posts

See All

Kommentare


bottom of page