✍️ ინტერვიუ / Mamuka Guruli
❓ რაღა დარჩა ცხოვრებაში საინტერესო?
რაც უფრო ცოტა დრო მრჩება ცხოვრებაში, მით უფრო ბევრი რჩება საინტერესო
❓ ქალს და მამაკაცს...
იშვიათი გამონაკლისების გარდა, საერთოდ არ ესმით ერთმანეთის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბუნებრივად კარგად ავსებენ ერთმანეთს.
❓ რა სჭირდება წყვილს ჰარმონიისთვის?
ურთიერთ-თავსებადობა მენტალურ, ემოციურ და ფიზიკურ (სექსუალურ) დონეზე. ამ სამიდან ორიც საკმარისია ხშირად.
❓ რას ვერ ეგუები?
უძრაობას, უმოქმედობას საკუთარ თავში... სხვებში უკვე ვეგუები.
❓ სწორი გზა...
„ყველა გზა არაფრისკენ მიდის. არცერთ გზას არ აქვს საბოლოოდ აზრი. მაგრამ ბედნიერი მაშინ ხარ, თუ გულის გზას იპოვი“. „სწორი“ გზა - შენი „გულის გზაა“. დონ ხუანის პასუხი კასტანედას, უკეთესად ვერ ვიტყვი.
❓ ძლიერი ადამიანია...
ცნობიერი ადამიანი. იყო ცნობიერი - ძნელია, იყო მექანიკური - ადვილია.
❓ დიდსულოვნება...
როცა გასცემ და შედეგს, აღიარებას ან უკან სანაცვლოდ მიღებას არ ელოდები. იმიტომ გასცემ, რომ ვეღარ იტევ...
❓ გარჯას და მუდმივ დახვეწას, აქვს რაიმე აზრი?
სხვას რას აქვს აზრი მაგის გარდა? მხოლოდ ევოლუციას აქვს აზრი...
❓ ადამიანი განწირულია...
ადამიანი, როგორც აპარატი (კომპიუტერი) - სიკვდილისთვის. ცნობიერება, როგორც ინფორმაცია - მარადიული ევოლუციისთვის.
❓ ასრულებულ სურვილებს მოაქვს...
იგივე, რაც ბავშვისთვის მოაქვს ძუძუს. კმაყოფილდება, დუნდება, შემდეგ კი ისევ შივდება და ტირის.
❓ რა არის ამქვეყნად ყველაზე ნორმალური?
ჩემი სიმაღლე.
❓ მითხარი რამე...
✨ არ არის კითხვა... არ არის პასუხი..
...........................................................
მამუკას პერსონალური გვერდი MAGMA - გზა უმაღლესი შემეცნებისკენ.>>
Comments