✍️ ინტერვიუ / მარი ბოლქვაძე
❓ ცხოვრება...
დიდი სასწაულია, თუნდაც, ტრაგიკული.
❓ ზღაპრები..
პირველი რეპეტიციებია ცხოვრების. „კონკია“მიყვარდა, უიმედო რომანტიკოსად ჩამოყალიბებაში წვლილი მიუძღვის.
❓ რა გასწავლა განშორებამ?
როგორ მივაღწიო ჰარმონიას და ბედნიერებას საკუთარ თავში.
❓ კონფლიქტის მოგვარების კარგი საშუალება რა გგონია?
კომუნიკაცია ერთადერთი გამოსავალია.„თუ პრობლემაზე არ ილაპარაკებ, ის არ გადაიჭრება“.
❓ აუხსნელი გრძნობაა..
თუ ადამიანი ნამდვილად გიყვარს, ის სულ გეყვარება.
❓ ადამიანს..
რომ ჩაეხუტები და მშვიდდები, იცი, შინაურთან ხარ.
❓ რა გენატრება ბავშვობიდან?
„ვისი სული გსურს“. თამაშით დაღლილი, ბალიშზე თავს რომ დადებდი და განვლილი დღის ტკბილ მოგონებებში გეძინებოდა, იცოდი, მეორე დღესაც თამაშის დღე იყო. ეს მენატრება ძალიან.
❓ რას მეტყვი სევდიანობის ჟამს?
ჩადი შენი სევდის სიღრმეში, არ გაექცე, ბოლომდე იგემე მისი ჯოჯოხეთური გემო და როცა ფსკერს მიაღწევ, ფეხს დაკრავ და ამოყურყუმელავდები. სევდას სუფრა უნდა გაუშალო, ყავასა და ნამცხვარზე დაპატიჟო, დაუყვავო და მისი გაკვეთილები ისწავლო.
❓ რა როლი გვაქვს ერთმანეთის ცხოვრებაში?
ერთმანეთის ტვირთის შემსუბუქების მისია გვაქვს ადამიანებს, ზედმეტად რთულია ცხოვრება მარტოობაში. ყველანი მარტოსულები ვართ და სწორედ ამ ტკივილის შესამბუსუბუქებლად ვართ ერთმანეთისთვის.
❓ ინტერვიუს წევრებმა - გვიამბე შენზე რამეო..
✨ უპატრონო ძაღლებს და ფისოებს ვემეგობრები.
მიყვარს მუსიკა, ცეკვა.. ადამიანებთან კონტაქტის გარეშე ენერგია არ მაქვს, განტვირთვისთვის საუკეთესოა წიგნები, ფილმები და რაღა თქმა უნდა მისი უდიდებულესობა ყავა!
Comments