top of page

Interview: Mari Samsonidze

✍️ ინტერვიუ / მარი სამსონიძე


☀️ "მეტად ირწმუნე საკუთარი თავის, ვერც კი წარმოიდგენ რამდენი შეგიძლია"


როგორ ხარ? როგორ მიდის შენი ცხოვრება?


ამ წუთას ბევრი გამოწვევა და გამოცდა მაქვს ცხოვრებაში, რომელსაც, ვფიქრობ თავს ვართმევ. ჩემი ცხოვრება მიდის წინ, ცოტა ნელი, მაგრამ მყარი ნაბიჯებით.


არის რამე რასაც ძალიან ან ირიბად განიცდი?


კი, ზოგადად იმ ადამიანთა კატეგორიას არ მივეკუთნები ვინც ამბობს, რომ არაფერს შეცვლიდა წარსულში, ყველაფერი დიდი გამოცდილებაა და ა.შ... . კი, ძალიან ვაფასებ გამოცდილებას, მაგრამ მაინც განვიცდი რაღაცებს.

იმას, რომ მეტ დროს არ ვატარებდი ჩემს მშობლებთან. რაც უფრო ასაკი გვემატება ეს დრო სულ უფრო და უფრო მცირდება.

განვიცდი გამოუყენებელ შესაძლებლობებს...

და ყველაზე მეტად იმას განვიცდი, რომ ბევრ რამეს ზედმეტად განვიცდი ))


საკუთარ თავში რას აფასებ, რა გიყვარს?


პასუხისმგებლობის გრძნობას, სიმშვიდეს, სურვილს - ყველა ადამიანში ვიპოვო რაღაც კარგი.


ბედნიერი ადამიანი ხარ? რა არის ბედნიერება შენთვის?


ბედნიერი ვარ! შეუძლებელია ჩემს შვილს ვუყურებდე თვალებში და იმის უფელება მივცე საკუთარ თავს ოდესმე, რომ ვთქვა არ ვარ ბედნიერი თქო.


ამ სამყაროში რა მოგწონს და რა არ მოგწონს?


ვრცელი პასუხის დაწერას ვფიქრობდი ამ კითხვაზე, რადგან უფრო ზოგადია, თუმცა მერე მივხვდი, რომ ყველაფრის მიზეზი რაც არ მომწონს და ასევე რაც მომწონს ადამიანია, ასე რომ ორივეზე ერთი სიტყვით გიპასუხებ - ადამიანები.


როგორ ფიქრობ, რას უნდა ეგუებოდეს და არ უნდა ეგუებოდეს ადამიანი?


უნდა შევეგუოთ წარსულს, აღარ შეიცვლება. და არ შევეგუოთ აწმყოს, ყველაფერი ჩვენს ხელშია. მჯერა, რომ ადამიანების შესაძლებლობები შეუზღუდავია, უბრალოდ რაღაც გარდამტეხი გვჭრდება ცხოვრებაში, რომ ამას მივხვდეთ. რწმენით და ცოტა მეტი ძალისხმევით ყველაფერი შეგვიძლია.


რას შეუძლია შენი გაჩერება?


მხოლოდ სიკვდილს)) და ზოგჯერ იმაზეც მეფიქრება, ვითომ სიკვდილი შეძლებს ჩემს გაჩერებას?)) ერთი რაღაცის კი მჯერა, თუ ამ ცხოვრებაში გაჩერდი, განწირული ხარ.


რა არის ამ ცხოვრებაში შენთვის ძალიან საინტერესო?


ჩემს შვილთან ურთიერთობა, ყველაზე საინტერესო რამაა ჩემს ცხოვრებაში. მხოლოდ 3 წლისაა და უკვე შეძლო, რომ ყველა ცხოვრებისეული მოვლენისთვის ( არა მასთან დაკავშირებულისთვისაც კი) სხვა რაკურსით შემეხედა.


როგორია შენი სამყარო? რას მეტყვი?


მშვიდი და თბილი...


რას ეტყოდი ადამიანებს?


მოუსმინეთ ერთმანეთს, იმისთვის რომ გაიგოთ.

ესაუბრეთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ვთვლი სწორი კომუნიკაცია და მიმღებლობა, ბევრი პრობლემის გასაღებია.


როცა რამე გიჭირს და რთული პერიოდი გაქვს, რას ეუბნები ამ დროს საკუთარ თავს, როგორ ექცევი?


ვფიქრობ, რომ რთულ პერიოდში ყოველთვის ჩემი ხასიათი მშველის, ვცდილობ არ დავკარგო პოზიტივი და ყოველთვის მაქვს იმედი. რთული პერიოდებიც, ცხოვრების ეტაპია, რომლის გავლის შემდეგაც რაღაც ახალი ჩნდება შენში, ახალი ფასეულობები.


როგორ ფიქრობ რისთვის დაიბადე?


რთული კითხვაა, არ ვიცი ოდესმე თუ მექნება ამაზე ზუსტი პასუხი, თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ ჩემი ერთ-ერთი მისია ადამიანებზე ზრუნვაა.


რა არის შენთვის ძალიან ლამაზი და მშვენიერი?


სიცოცხლე. ძალიან მიყვარს სიცოცხლე, ყოველ დილას მადლობით ვიწყებ, რომ კიდევ ერთი შესაძლებლობებით სავსე დღე გათენდა. და კიდევ, ტალღები)), ვთვლი, რომ ამ სამყაროს ერთ-ერთი მშვენიერებაა.


დაასრულე ფრაზა: მინდა ვუთხრა საკუთარ თავს წარსულში, რომ....


მეტად ირწმუნე საკუთარი თავის, ვერც კი წარმოიდგენ რამდენი შეგიძლია, და კიდევ მინდა ბოდიში მოვუხადო, რომ ზოგჯერ ძალიან ბევრს ვთხოვდი.


დაასრულე ფრაზა: ცხოვრებაში მთავარია....რწმენა.


დაასრულე ფრაზა: ძალიან მინდა რომ.... ყველა ბავშვი იყოს ბედნიერი.


საყვარელი ფრაზა...


შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ჩემი საყვარელი ფრაზა, უფრო გამონათქვამია - „ვირისგან ტლინკი არ უნდა გეწყინოს“, როგორც კი ამ გამონათქვამს კარგად გავიაზრებთ, ცხოვრება გაცილებით მარტივი გახდება.


გამიზიარე, რას მიხვდი ცხოვრებაში?


☀️ მივხდი, რომ არ უნდა შევიქმნა მოლოდინები, არც ადამიანებისგან და არც მოვლენებისგან, ზოგჯერ ჩვენივე მოლოდინების მსხვერპლი ვხდებით.



ინტერვიუს პარტნიორი კომპანიები:

თანთან - სიმყუდროვის კუთხე

Khelad - პატრიოტული შთაგონებით აღზრდილი ბრენდი

2Mcars - ავტოიმპორტი ამერიკიდან

-------------------------------------------------------


Mari Samsonidze

150 views0 comments

Recent Posts

See All

留言


bottom of page