"რაც მთავარია ეს აღარაა ტარიელის და ავთანდილის ეპოქა"
ინტერვიუ / მარია 23 წლის
- ადამინმა აუცილებლად უნდა აკეთოს ის, რაც ეხერხება ან უყვარს, თუ აკეთოს ის, რაც წაადგება ცხოვრებაში?
ადამიანმა უნდა აკეთოს ის რაც უყვარს და ეს აუცილებლად წაადგება ცხოვრებაში
- თუკი მეორე ადამიანის სიყვარულში ეჭვი გეპარება?
არასრულფასოვნების კომპლექსია
- ადამიანის დაბალი თვითშეფასება საიდან მოდის?
საკუთარ თავში ყოფნის დისკომფორტია, რაშიც ან გარწმუნებენ ან საკუთარ თავს არწმუნებ
- რას ფიქრობ მარტოობაზე?
მარტოობის შეგრძნებისგან მხოლოდ პერსპექტივა და მომავლის ხედვა გათავისუფლებს
- რაც უფრო უახლოვდები ადამიანს, ეს უფრო გაშორებს და უფსკრულს აჩენს?
უფრო არაობიქტური ხდები ამ ადამიანის შეფასებაში. თითქოს ორი უსწორმასწორო ზედაპირი "ეხახუნება" ერთმანეთს და ბოლოს ორივე ერთნაირად პრიალდება და ის რაღაც თავისებური და უსწორმასწორო, მაგრამ ძალიან მაგარი და კარგი იკარგება
- შენი აზრით ზედმეტი სიახლოვე, ყვირილი, უპატივცემულობა აფუჭებს ურთიერთობას?
ეს უფრო ვულკანური აფეთქებაა, ზოგჯერ, ვეღარ იტევს სხეული, ეს ნიშნავს რომ განიცდი, იმდენად რომ ვერ იკავებ. რაც მთავარია ეს აღარაა ტარიელის და ავთანდილის ეპოქა, არ მჯერა რომ ტარიელს და ავთანდილს თავისი მანდილოსნების "განაღდების" შემდეგ იგივე პრობლემები არ ქონიათ
- არის რამე რაზეც გული გწყდება?
ერთადერთი რაზეც გული ძალიან მწყდება წერილებია, ურთიერთობის სხვა ფორმა. იმ დღეს აღმოვაჩინე, რომ შეყვარებულის ხელწერას ვერ ვარჩევ..
Comments