"ვფიქრობ ყოველთვის საჭირო დროს საჭირო ადგილას ხარ"
ინტერვიუ / Mariami 23 წლის
- რას ფიქრობ ბედისწერაზე?
ვფიქრობ ყოველთვის საჭირო დროს საჭირო ადგილას ხარ
- გჯერა რომ ოცნებები ხდება?
შეიძლება შენი ოცნება სხვისი მიზანი იყოს და მასე აგიხდეს შემთხვევით
- ახლა რაზე ფიქრობ?
ვფიქრობ, ჩემი კატა რომ ვიყო ჩემს თავზე რას ვიფიქრებდი
- რა გაინტერესებს ხოლმე ყოველდღიურობაში?
ვინმე თუ ახლოს დგას ჩემთან, თუნდაც ვერ ვხედავდე, მაგრამ ვგრძნობ, რომ მსიამოვნებს აურა, ან პირიქით, მინდა რაღაც კავშირი დავინახო ვის მიმართ მსიამოვნებს და ვის მიმართ არა
- რას კითხავდი ღმერთს, სამყაროს?
არაფერსაც არ ვკითხავდი
- რას ეძებ ხოლმე?
მინდა რაღაც საერთო აღმოვუჩინო იმ ადამიანებს ვისი სიახლოვეც ასე ბრმად მსიამოვნებს, და პირიქით
- შენი საყვარელი ლექსიდან ნაწყვეტი...
"გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი, რამდენი თვალი უნდა მქონდეს, რომ ყველა ვნახო რამდენი გული უნდა მედგას, რომ ვიგრძნო ყველა"
Comments