მექი გიორგაძე: " სული მოგზაურობს და იძენს ცოდნას, რომლითაც უახლოვდება ღმერთს"
✍️ ინტერვიუ / Meki 26 წლის
❓რა გამხიარულებს დღის განმავლობაში?
სადმე შემთხვევით მამა-პაპურ სიტყვებს თუ გადავაწყდები, მაგალითად „ვინძლო, უთუოდ, ჩინებული“ და.ა.შ
❓რისთვის დაიბადე როგორ ფიქრობ?
მივაგნო პატარა ღმერთს საკუთარ თავში და დავუკავშირო დიდ ღმერთს. სული მოგზაურობს, და იძენს „ცოდნას“, რომლითაც უახლოვდება ღმერთს. იგივე მიზეზითვე ვიტანჯები, სრულყოფილებას და მარადიულობას, რომელსაც სული იცნობს წინა მოგზაურობებიდან ვერ ვაცნობიერებ ასე ადვილად. დავიბადე, რომ ვასწავლო სულს აწმყოთი ტკბობა და მოვამზადო შემდგომი მოგზაურობისთვის, ან თუ შევძელი დავასრულო სულის ძიების პროცესი.
❓რისი გეშინია?
მეშინია რომ ვერ ვიპოვნი ადამიანს, რომელთანაც თავის დაკარგვის არ შემეშინდება.
❓რას ნიშნავს შენთვის ქალი?
კლასიკური ღმერთის ბეტა ვერსიას.
❓რაზე ოცნებობ?
ოცნება არ მაქვს, სამაგიეროდ საზიზღარი ჩვევა მაქვს. რაზე ფიქრიც მწვავს - მიზნად გადავიქციო და ხორცი შევასხა.
✨ მითხარი შენი საყვარელი ფრაზა
✔️ If you can dream it, you can do it. - Walt Disney
Commenti