✍️ ინტერვიუ / ნაზი თამლიანი
❓ რა არის სიყვარული?
სიყვარული ცხოვრებაა, მომავალია, შვილებია.
❓ სად მიდის ადამიანი სიკვდილის შემდეგ?
მემგონი არსად არ მიდის, სიზმარია ყველაფერი, თუ რამე არსებობს სხვაგან ალბათ ისიც სიზმარია, ეს ცხოვრებაც ალბათ სიზმარია,
❓ რისთვის ცხოვრობს ადამიანი?
ცხოვრება რთულია, ძალიან რთულია, უნდა გადალახო. ადამიანს ბევრი ცუდი შეემთხვევა, უნდა გაუძლო. ღმერთი მოგვივლენს ცუდსაც და კარგსაც.
❓ ღმერთი ცუდს რატომ გვივლენს?
ერთი ღმერთი ბოროტია, მეორე ღმერთი კეთილია, თუ ერთი ცუდს მოგივლენს, მეორე გიშველის.
❓ ღმერთი ორია?
ღმერთი ორია კი, და ყველას კი არ უნდა დაუჯერო, სიყვარულს გაყევი რომ ბედი არ დაკარგო.
❓ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა?
✨ ადამიანი უნდა გიყვარდეს.
Comments