"ცდილობს, თავისი არსებობით მოსაწყენი არ გახდეს"
✍️ ინტერვიუ / ნიკა ლაშხია
❓ ღმერთი რომ იყო, რას იზამდი?
გამოვჩნდებოდი.
❓ რა გაბედნიერებს?
მაგალითად: - დილით იღვიძებ და მეგობარი გირეკავს, გეკითხება, როგორ ხარ? ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას უხარია შენი არსებობა, ყველაფერი რიგზეა, იღიმები და აგრძელებ დღეებს.
❓ რა გასწავლა ცხოვრების გამოცდილებამ, რას მიხვდი?
მივხდი რომ ადამიანები უნდა წაიკითხო და იმ ადამიანს უნდა ენდო, რომლის მოყოლაც შეიძლება..
❓ როგორია შენთვის მშვენიერი ადამიანი?
ადამიანი, რომელშიც ბოროტება არ ყვავილობს და ცდილობს, თავისი არსებობით მოსაწყენი არ გახდეს.
❓ რისი გჯერა ცხოვრებაში?
ახლა, როცა კითხვებს ვპასუხობ, პარალელურად სხვა სამყაროში კაუჭზე ჭია მაქვს წამოცმული და ვთევზაობ, ან იქნებ სულაც მძინავს, არ ვიცი...
❓ როგორ ხარ?
''ყველაფერი არის ძლიერ კარგად - ყველაფერი ძლიერ ცუდად არის"
❓ შენი საყვარელი ფრაზა?
✨ ,,ადამიანები ვეღარ აზროვნებენ, როდესაც აღარ კითხულობენ"
Comments