✍️ ინტერვიუ / ნიკოლოზ ყავლაშვილი
"ცხოვრება რომელიც მხოლოდ ერთი ამისუთქვაა არ დაგეგმო სიყვარულის გარდა არაფერი" - რუმი
❓ რას მიხვდი ყველაზე მთავარს?
მოთმინების და თავშეკავების მნიშვნელობას.
❓ შენი შეკითხვაა...
როგორ ვიპოვნო ნამდვილი ადამიანი ჩემში.
❓ ამბობენ ცხოვრება წამიაო, შენ რას შეადარებდი?
არ ვიცი წამზე უკეთესს რას შევადარო..
❓ როგორ უნდა მოექცეს ადამიანი ცოდნას? როგორ უნდა გამოიყენოს, როგორ უნდა დაივიწყოს...
თუ ცოცხალი ცოდნა მოიპოვა, აუცილებლად ცხოვრებაში გამოვლინდება, მაგრამ თუ მკვდარი ცოდნა შეაგროვა ადამიანმა, მისი გონება და სული დამძიმდება.
❓ რას უნდა ემსახურებოდეს ადამიანის არსებობა?
სიყვარულს, შემხვედრი ადამიანის გულში არსებულ ღმერთს.
❓ რაში მდგომარეობს ადამიანის შემოქმედებითი ბუნება? რატომ ხდება რომ ზოგში უფროა მოჭარბებული?
რაც უფრო უახლოვდება ადამიანი თავის შემოქმედს, მით მეტად შემოქმედი ხდება თვითონაც.
❓ რას შეუძლია შენი დანაღვლიანება?
როცა ვხედავ ადამიანის შესაძლებლობებს, პოტენციალს და არ აფასებს ბოძებულ საჩუქარს, არ ანვითარებს თავის ნიჭს.
❓ რა ანუგეშებს ადამიანს?
ალბათ ადამიანები რომლებიც გვიყვარს, მათ შეუძლიათ ჩვენი ნუგეში, ასევე განსაკუთრებულ ცხოვრებისეულ ისტორიებს რომლებიც ძალის მატარებელია.
❓ სად ვლინდება ღმერთი?
შემოქმედი ვლინდება თავის შემოქმედებაში... ამიტომ ბუნებაში რასაც გახედავ თუ კარგად გახედავ, მის კვალს დაინახავ..
❓ რას გინდა რომ განიცდიდე ყველაზე ხშირად?
ღმერთთან კავშირს.. მასთან ურთიერთობას.
❓ შენ რომ ღმერთი იყო, რას იზამდი?
ცოტა ხნით დავივიწყებდი რომ ღმერთი ვარ.
❓ რა არის ყველაზე ამაღელვებელი შენთვის?
უანგარო სიკეთე.
❓ არასდროს არ არის გვიანი....
დაიწყო სულიერი ცხოვრება.
❓ რას შეადარებდი ცხოვრებას?
✨ აეროპორტს...
ყველა თავის რეისს ელოდება, მანამდე ბევრს ვლაპარაკობთ, ვიცინით, დავცინით, განვიკითხავთ, ვხმაურობთ, აქ სამუდამოდ არავინ რჩება, არ არის საჭირო დიდი ამბების ატეხვა, შეიძლება ეს პატარა დრო სიყვარულს, სიხარულს დაუთმო და გულისხმიერი ღიმილი ისწავლო, რომელიც ამბობს:
მე მივიღე და ვისწავლე ცხოვრება სიმშვიდეში, სიხარულში, მე ვისწავლე მშვიდი ცურვა.
Comments