✍️ ინტერვიუ - ნინა კობაიძე
❓ რა ასაკში დაიწყო ცხოვრებამ სურათის ჩვენება?
30 წლის მერე
❓ რა არის ცხოვრებაში მთავარი?
რწმენა, საყვარელი საქმის კეთება და შენი საყვარელი ადამიანები...
❓ რისთვის ღირს დროის დათმობა?
საკუთარი თავის შეცნობა დიდი საქმეა და ჩემი ძირითადი დრო, ჩემს
შემოქმედებით - მხატვრობას ეთმობა...
❓ რთულ პერიოდებში რას ეუბნები ხოლმე საკუთარ თავს?
ყველაფერი გაივლის და სასაცილოდ მოგეჩვენება..
❓ არის რამე რისიც ყველაზე მეტად გეშინია?
მარტოობა ძალიან მიყვარს და მისი მეშინია კიდეც..
❓ დრო რომ დაბრუნდეს შეცვლიდი რაღაც-რაღაცეებს?
შევცვლიდი, ყველაფერს გავაკეთებდი და ვიბრძოლებდი რომ მაგისტრატურა
ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში გამეგრძელებინა.
❓ „ეს ცხოვრება არის...“
არაჩვეულებრივი, რომელიც თავად უნდა გადააქციო!
❓ „თურმე...“
ყველაფერი ცვალებადია, მხოლოდ სინამდვილე რჩება.
❓ რა გივსებს გულს სიხარულით?
ხატვა, ხატვა და ხატვა..
❓ რა არის ამ ცხოვრებაში ყველაზე რთული?
შენი მიზანი ბოლომდე გაიტანო და დარჩე კარგ ადამიანად...
❓ ვინ ვართ ერთმანეთისთვის?
სრულიად უცხო ადამიანისგან შეიძლება ისეთი სუფთა სიხარული და თანადგომა მიიღო, ამ დროს ისიც ახლობელია..
❓ არის რამე რაშიც ძალიან დარწმუნებული ხარ?
კი, ეს არის ჩემი საქმე, მხატვრობა, და მეორე - ღმერთის არსებობაში.
❓ რა არის ამოუწურავი?
შეიძლება ერთი ადამიანი, იმდენად საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს...
❓ რა ხდება ძალიან აშკარა დროსთან ერთად?
ყველა თავისი გზით მიდის, ამიტომ შენს გზას არასოდეს არ უნდა გადაუხვიო კი არა.. არც უნდა შეანელო...
❓ საყვარელი ფრაზა
🍂 მედალიონს ორი მხარე აქვს.
რადიკალიზმი სისულელეა.
შეიყვარეთ სიყვარული.
ინტერვიუს პარტნიორია - თანთანი
-----------------------------------------------------
ნინა კობაიძე - მხატვარი
Comments