"სამყარო სასწაულია და ამ სასწაულის ერთ-ერთი მთავარი გმირი ხარ"
✍️ ინტერვიუ / Nino Akhvlediani
❓ რა ფერია სიყვარული?
უფერო, სასიამოვნო არომატით, სწორედ ამ დროს განიცდი იმ ერთი გენომეს ნაკლებობის შევსებას, რომლის გამოც ,,ფრენაშეზღუდულები’’ ვართ
❓ როგორია მშვენიერი ადამიანი?
გულწრფელი.
❓ დროთა განმავლობაში რას ხვდება ადამიანი?
ზღაპარი, რომელიც წაგიკითხავს ბავშვობაში - ადამიანის ჯადოსნურ შესაძლებლობებზე - სულაც არ არის ზღაპარი, ხვდები, რომ სამყარო სასწაულია და ამ სასწაულის ერთ-ერთი მთავარი გმირი ხარ
❓ როგორ სამყაროში გინდა რომ ცხოვრებდე?
სამყარო, ერთნაირად მშვენიერი და ხელმისაწვდომია ყველასთვის.. ვიტყოდი - მე როგორი მინდა ვიყო ამ სამყაროში, აბსოლუტურად გახსნილი იმისთვის, რომ მივიღო სამყარო სრული სისრულით
❓ რა არის ცხოვრებაში ყველაზე რთული?
აკეთო ის, რაც არ გიყვარს.
❓ რა გაძლევს იმედს როცა ცუდად ხარ?
გზა, რომელიც გასავლელი მაქვს და მოუცლელობა.. ფიქრით გზაშიც იფიქრებ, მთავარია იმოქმედო, სცადო, ეძებო, არ შეგეშინდეს თავიდან დაწყების.
❓ რას არის განშორება, რას ტოვებს?
ყველაფერი განვლილი ტოვებს ახალ შესაძლებლობებს
❓ თქვენი საყვარელი ფრაზა..
✨ სამყაროსთან ბალანსი, დინამიკით მყარდება
Comments