✍️ ინტერვიუ / ნინო ლეჟავა
✨ "იყავი მადლიერი იმის რაც გაქვს, რათა მოგეცეს იმაზე მეტი ვიდრე დღეს გაქვს."
❓ ცხოვრების სტიმულს რა გაძლევს?
მადლიერების უწყვეტი შეგრძნება.
❓ ყველა ადამიანს...
თავისი კარმა და გზა აქვს გასავლელი. ვინც ცდილობს "მოსამართლის" მანტია მოირგოს, აუცილებლად გაივლის იმ სცენარს, რასაც სხვაში განიკითხავდა.
❓ თითოეულ ჩვენგანში...
ჩვენი შემქმნელის "მიკროელემენტია". არ ვეთანხმები რომ ღმერთი მხოლოდ სიყვარულია, აბსოლუტი - ყველაფერია ერთად, სადაც თითოეულ ჩვენგანს ეძლევა არჩევანის საშუალება, თუ საით წავიდეს. აბსოლუტი - ბალანსია.
❓ უიმედობა...
არ არსებობს, უიმედობა მხოლოდ სუსტი ადამიანების ხვედრია. იმედი ყოველი მზის ამოსვლაა, ვსუნთქავ ე.ი. ცოცხალი ვარ და კიდევ მაქვს დრო, შევცვალო რაღაც ჩემს რეალობაში.
❓ სამყარო...
სამყარო ქვევრია (რასავ ჩასძახებ, იმას ამოგძახებს).
❓ რას ნიშნავს შენთვის ყოველი დღე?
გამოცდილებას და ზრდას, მუხლს არ ვიხრი პრობლემის წინაშე და საკუთარი თავის მასწავლებელი ვარ. როდესაც მომწონს ჩემი საქციელი არ ვერიდები საკუთარი თავის შექებას.
❓ რა ფერია სიყვარული?
სიყვარულს იმ ადამიანის სუნი, ფერი და გემო აქვს, ვინც გიყვარს.
❓ საყვარელი ფრაზა..
✨ "იყავი მადლიერი იმის რაც გაქვს, რათა მოგეცეს იმაზე მეტი ვიდრე დღეს გაქვს."
Comments