top of page

Interview: Nona Gurgenishvili

✍️ ინტერვიუ / ნონა გურგენიშვილი


რას ეტყოდი ისეთ ადამიანს ვისაც ჯერ არ უგრძნია, რომ ჩვენი სიცოცხლე და არსებობა დიდი სასწაულია?


☀️ ადამიანს, რომელსაც არ სჯერა, რომ ცხოვრება მშვენიერია და სასწაულია, ვეტყოდი, რომ დაიწყოს ოცნება, ეს ცხოვრება იწყება ოცნებით, ყოველ ღამე წარმოიდგინოს როგორი ცხოვრება უნდა რომ ქონდეს და თავადაც ნახავს როგორ აუსრულდება და მერე დაიჯერებს.


როგორ ხარ და ცხოვრების რა ეტაპს გადიხარ?


ახლა გავდივარ საოცარ ეტაპს ჩემს ცხოვრებაში, ზღაპრულს, ისეთს, როგორსაც სიზმარშიც ვერ ვნახავდი, ძალიან ბედნიერი ვარ და საკუთარ თავთან ვარ ჰარმონიაში.


რისი ხარ მადლიერი ცხოვრებაში ყველაზე მეტად?


ყველაზე მეტად მადლიერი ვარ, რომ უფალმა მაჩუქა ჩემი პროფესია და ხელები, ჩემი ხელებით არამხოლოდ ვალამაზებ, არამედ ვაჯანსაღებ, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია.


რას აფასებ ადამიანებში?


ადამიანებში ვაფასებ ერთგულებას, უბრალოებას, სიკეთეს და პატიოსნებას, ყველაზე მეტად მძულდა ბავშვობიდან თუ ვინმე მომატყუებდა, ელემენტარულშიც არ მიყვარს ტყუილი, სამართლიანობას ვაფასებ.


გამიზიარე შენი რამდენიმე შინაგანი სიბრძნე.


☀️ რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია.

☀️ მადლი ქენი ქვაზე დადე, გაიარე წინ დაგხვდება.

☀️ ჯერ მწარე ჭამე კლავ ტკბილი თუ ეძებ გემოვნებასა.


რას უმეორებ ხოლმე საკუთარ თავს ხშირად?


ნაკლებად გავბრაზდე; არასოდეს ამივარდეს თავში ჩემი წარმატება; დავეხმარო სხვებს და ყოველთვის მახსოვდეს გუშინ როგორ ვიყავი.


არის რამე რისიც ძალიან გეშინია?


ძალიან მეშინია სიკვდილის და რაც ამას ეხება ყველაფრის, ძალიან მსურს დავბერდე ტკბილად ჩემს ოჯახთან, ახლობლებთან ერთად, ვიყოთ ჯანმრთელები და დღეგრძელები, ამის ფასი არაფერია. ბევრს არ ერგო სიბერის წლები, მე მიყვარს სიცოცხლე და ვუფრთხილდები ყველანაირად.


რა გაძლევს დიდ ენერგიას და ხალისს?


ენერგიას მაძლევს ისევ და ისევ ჩემი სამსახური, ფანატიკურად მიყვარს. ასევე ჩემი შვილები, მათ რომ ვუყურებ მიხარია, ისეთი ბავშვობა აქვთ, როგორიც მე არ მქონდა, ამით ვხალისობ და მინდა რომ უფრო მეტი გავაკეთო.


როგორ ხვდები რა არის სწორი და არასწორი?


ყველანაირ გადაწყვეტილებას ვიღებ გულის სიღრმეში, შინაგანი ხმა რასაც მეტყვის, იმას ვაკეთებ. ჩემს შინაგან ხმას ვუსმენ.


რა არის შენი შინაგანი ძალა და საყრდენი?


ჩემი შინაგანი ძალა არის უფალი, მისი სახლი ტაძარი, წმინდანები, ზიარება , წირვა, მაგ დროს ვიცლები და ვივსები ახალი ძალებით.


გამიზიარე შენი საყვარელი ფრაზა.


ჩემი საყვარელი ფრაზა ბეზ ფანატიზმა ანუ ვაკეთოთ ყველაფერი ფანატიზმის გარეშე.


რა არის ის მთავარი, რასაც ცხოვრებაში მიხვდი?


☀️ ცხოვრებაში მივხდი, რომ მთავარია სიკეთე ვაკეთოთ ყველგან და ყოველთვის მხოლოდ ეგ გადაგვარჩენს, მეტი არაფერი.



-------------------------------------------------------

ინტერვიუს პარტნიორი კომპანიები:

თანთან - სიმყუდროვის კუთხე

Khelad - პატრიოტული შთაგონებით აღზრდილი ბრენდი

2Mcars - ავტოიმპორტი ამერიკიდან და იაპონიიდან



Nona Gurgenishvili

199 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page