✍️ ინტერვიუ / ნუკა ჯაფარიძე
❓ პირველი კითხვა იყოს - როგორ ხარ?
მგრძნობიარედ.
❓ ამქვეყნად რა არის შენთვის ყველაზე რეალური?
საკუთარი გამოცდილება.
❓ რა არის ის რასთანაც შელევა გიჭირს?
საკუთარი სატუსაღო.
❓ როგორ ფიქრობ, სად იმალება ჩვენი ძლიერი მხარეები?
გულის კუნჭულში.
❓ რატომ აქვს ყველაფერს თავისი დრო?
სა-მყარ-ო ყირაზე რომ არ დადგეს.
❓ რა გგონია ყველაზე ძვირფასი ცხოვრებაში?
ღირსება.
❓ რას გრძნობ შენში ყველაზე ძლიერს? რაში გრძნობ ყველაზე დიდ ძალას?
აღქმის ღრმა და ფართო სპექტრს. გაზიარებაში.
❓ ერთი სიტყვით დაახასიათე საკუთარი თავი.
ოკეანე.
❓ ერთ მშვენიერ დღეს...
ისევ შევხვდებით.
❓ რას მიხვდი ისეთს, რისი გადაცემაც გინდა ადამიანებისთვის?
შენ მარტო არ ხარ.
❓ ყველაზე დიდი მეგობარი შენთვის....
ყველაზე დიდი საჩუქარია.
❓ რისი პატიება გიჭირს?
სიყალბის.
❓ რომელ დროში ცხოვრობ ძირითადად?
წარმოსახვით ალტერნატიულ სამყაროში. აწმყოსთვის ვმწიფდები.
❓ რას დაარქმევდი შენი სამყაროსთან ურთიერთობას?
გულშემატკივრობას.
❓ რა გაღიზიანებს ადამიანებში?
სულსწრაფობა.
❓ რა არის ის რაც მუდმივად შენთანაა? (პოზიტიურიც და ნეგატიურიც)
მე და ჩემი ინსპექტორი.
❓ თვლი რომ უნიკალური ადამიანი ხარ? თუ კი, რა ფასი აქვს შენთვის ამას?
კი. გამომწვევი ბედისწერა.
❓ ბედნიერი რომ იყო გინდა? თუ რა არის შენთვის ცხოვრებაში პრიორიტეტული?
მინდა. (თვით)რწმენა, სიცხადე და სიყვარული.
❓ რა გაგაჩნია ყველაზე ძვირფასი?
სამკურნალო და შემოქმედებითი თვისებები.
❓ რისი გწამს ღრმად?
რომ გულის გზა ყველაზე ნაყოფიერი გზაა.
❓ რა სურს შენს გამჩენს?
„ჩემი კარგად ყოფნა“ :D :D :D
❓ მითხარი ბოლოს რამე....
🍂 მადლობა რომ ხარ.
ინტერვიუს პარტნიორია - თანთანი
ნუკა ჯაფარიძე - გრინბერგის მეთოდის პრაქტიკოსი და ჩახუტების თერაპევტი
תגובות