top of page

Interview: Nutsa Jokhadze

✍️ ინტერვიუ / ნუცა ჯოხაძე


☀️ სავსე ვარ მადლიერებით, იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩემს ცხოვრებაში სიყვარული და ტკივილი გამოაღვიძა.

 

რამდენიმე სიტყვით, ვინ ხარ შენ?

 

ქალღმერთი, რომელიც სიყვარულს ემსახურება.


როგორ ხარ ეხლა?


ეხლა ვგრძნობ, რომ რაღაც დიდი პროცესი/ეტაპი დამთავრდა ჩემში და რაღაც დიდი და ახალი იწყება.


რა შეგრძნებები გაქვს შენი ცხოვრების ამ ეტაპზე? რითი ხარ სავსე?


სავსე ვარ მადლიერებით, იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩემს ცხოვრებაში სიყვარული და ტკივილი გამოაღვიძა.

ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, ვგრძნობ, რომ გული ისეთი გახსნილი მაქვს, როგორც არასდროს.


ზოგადად რას გადიხარ ეხლა, რა პერიოდში ხარ, რას დაარქმევდი.


ამ ეტაპზე ვმუშაობ მამაკაცების უპირობო მიღებაზე და მათ მიმართ ნდობაზე, რაც არც ისე მარტივი ყოფილა ))

ამ პერიოდს დავარქმევდი მასკულინურ ენერგიასთან შერიგება-ს.


ყველაფერი ისე მიდის როგორც შენ გინდოდა?


ყველაფერი ისე მიდის, რომლის წარმოდგენაც კი გამიჭირდებოდა, რადგან აქამდე არ ვიცოდი შესაძლებელი თუ იყო მქონოდა ესეთი ცნობიერება და  შინაგანი მდგომარეობა.


გიჯერებს ცხოვრება?


ხან ცხოვრება მიჯერებს და ხან მე ვუჯერებ მას)

 

ბედნიერი ხარ? რა არის შენი ბედნიერება? რაში იპოვე?


დღეს ჩემთვის ბედნიერება არის აწმყოში ყოფნა, ყოველგვარი მოლოდინების და წარმოდგენების გარეშე, იმის გარეშე თუ რა, როგორ მინდა, რომ იყოს ხვალ და ვინ, როგორი მინდა იყოს. 

ბედნიერებას ვპოულობ იმ მომენტებში, როდესაც მთელი ჩემი ცნობიერებით ვარ აქ და ახლა, იმ კონკრეტული მომენტის სრულ მიმღებლობაში.

 

როგორ ფიქრობ, რა არის ადამიანისთვის მთავარი, რას უნდა მიაღწიოს თავის თავში?


ვფიქრობ, ამ პლანეტაზე, ადამიანისთვის, მთავარი არის ცხოვრებით ტკბობის ხელოვნების შესწავლა, ეს ცოდნა, ყველა ადამიანს აქვს  და ყველასთვის განსხვავებულია, ამის მისაღწევად კი აუცილებელია, მუდმივად ვითარდებოდე სულიერად  და უსმენდე საკუთარ შეგრძნებებს.


რა განიჭებს ხოლმე დიდ სიხარულს?


დიდ სიხარულს მანიჭებს, როდესაც მთელი გულით ვგრძნობ სიყვარულს და ადამიანების დახმარება.


როგორია შენი ერთი იდეალური დღე?


ყოველი დღე იდეალურია ჩემთვის, როდესაც სიყვარულის ენერგიაში ვარ.


დაასრულე ფრაზა:


·         რა ლამაზია ყველაფერი როდესაც სილამაზეს გრძნობ.

·         მადლობა რომ დავიბადე.

·         ცხადია ყველაფერი კარგად იქნება.

·         ყველაფერი შეიძლება რომ მოხდეს რაც შენს გულს უნატრია…

 

რა არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი შენი აზრით?


პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ გავთავისუფლდეთ ყველაფრისგან, რაც ხელს გვიშლის, ვიყოთ სიყვარულის მდგომარეობაში, რადგან სიყვარული არის ჩვენი ბუნება, ჩვენი სათავე და შემდეგ უკვე სხვებსაც დავეხმაროთ ამის მიღწევაში.


რას მეტყოდი?


მადლობა, ამ საინტერესო კითხვებისთვის,

გისურვებ გემრიელ, ჯადოსნურ  და ძალიან საინტერესო ცხოვრებისეულ მოგზაურობას.


რა არის შენი საყვარელი ფრაზა?


☀️ Celebrate yourself, nobody knows what it takes to be you !




57 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page