top of page

Interview: Oto Khokhiashvili

"სოსოიას იდეა ძალიან მომწონს - ცას სარკედ გადავაქცევდი"

✍️ ინტერვიუ / ოთო


❓რა იყო შენთვის ამოუხსნელი?


ის, რომ ღმერთი ყოველთვის არსებობდა.


❓ რას იზამდი ღმერთი რომ იყო?


სოსოიას იდეა ძალიან მომწონს - ცას სარკედ გადავაქცევდი


❓ სიყვარული...


ძველ ბერძნებს სიყვარულის 4 აღმნიშვნელი სიტყვა ჰქონდათ: “სტორგე” - სიყვარული ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიმართ, “ეროსი” - რომანტიკული სიყვარული, “ფილია” - მეგობრული სიყვარული და “აგაპე” - უპირობო სიყვარული, რომელსაც პრინციპები უდევს საფუძვლად, ყველაზე აღმატებული სიყვარულის ფორმა.


❓ რა ფერია სიყვარული?


თუ სიყვარულს ფერი აქვს, თეთრია და თავის თავში მოიცავს ყველა სხვა ფერს


❓ რითი ამაყობ?


“სიამაყე წინ უძღვის დაცემას”


❓ რას ფიქრობ ახლა საკუთარ თავზე?


გემი ვარ ბობოქარ ზღვაში, რომელსაც ტალღები უმიზნოდ ათამაშებენ.


❓ კარგი გრძნობაა...


როცა სწორად იქცევი მაშინ, როცა ეს მარტივი არ არის.


❓ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ადამიანმა უნდა აკეთოს?


ისწავლოს და ასწავლოს სიყვარული.


❓ რატომ უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი?


თუ შენი თავი არ გიყვარს, შენ არ არსებობ.


❓ საყვარელი ფრაზა...


✨ “წინასწარმეტყველების ძღვენიც რომ მქონდეს, ყველა წმინდა საიდუმლო რომ ვიცოდე, ყოველგვარ ცოდნას რომ ვფლობდე და ისეთი რწმენა მქონდეს, რომ მთების გადაადგილება შემეძლოს, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნები" (ბიბლია, 1 კორინთელების 13:2)


304 views0 comments

Recent Posts

See All

Yorumlar


bottom of page