"განცდა ფიქრიდან მოდის, All You Need Is Love"
✍️ ინტერვიუ / Rati Tordia
❓ რა გაძლევს იმედს როცა ცუდად ხარ?
იმის გაცნობიერება, რომ ეს ცუდიც წარმავალია
❓ საიდან მოდის განცდები?
განცდა ფიქრიდან მოდის, თუ მოდის..
❓ რა არის ცხოვრებაში შენთვის ყველაზე რთული?
გადაწყვეტილების იოლად მიღება
❓ როგორ აღიქმება განშორება ორი ადამიანის?
ალბათ რაც უფრო მძაფრია ორი ადამიანის დაკავშირებით გამოწვეული სიყვარული, მით უფრო მძაფრად აღქმადია მათი განშორებაც
❓ რა გგვრის ხოლმე ყველაზე დიდ სევდას?
მცოცავი ანექსია და მოცარტის „ლაკრიმოზა“
❓ რაში გამოიხატება საკუთარი თავის სიყვარული?
ზნეობრივი და გონებრივი განვითარების არ დაშურებაში. ადამიანი სულ უნდა იღწვოდეს, ყოველ მომდევნო დღეს თვისობრივად უკეთესი და შემეცნების მხრივაც უფრო მეტად განვითარებული იყოს.
✨ საყვარელი ფრაზა..
✔️ All You Need Is Love
Comments