top of page

Interview: Raul Agikiani

"ან ვსწავლობთ, ვიბრძვით და ვითმენთ, ან უბრალოდ - არაფერი ღირებული არ გამოგვივა"

✍️ ინტერვიუ / Raul Agikiani


❓ რა უთქვამს ერთ ბრძენს?


ერთ ბრძენს უთქვამს: „ადამიანები მივირთმევთ ისე, თითქოს ხვალ სიკვდილს ვაპირებთ და ვცოცხლობთ ისე, თითქოს უკვდავები ვართ!“


❓ რა გიყვარს ძალიან?


სახლი მიყვარს ჩაქვში, ჩემი ბავშვობის სუნით და მოგონებებითაა სავსე. არდადეგებზე, ჰამაკს გავჭიმავდი აივანზე და წიგნებს ჩავუჯდებოდი ხოლმე.


❓ არსებობს დრო და ზღვარი?


ზღვარი და საზღვრები ალბათ არა. აი, დრო კი ნამდვილად არსებობს, ნუ ყოველ შემთხვევაში მე მუდამ მაკლია..


❓ რა თვისებები უნდა გამოიმუშაოს ადამიანმა, რომ მიიღოს სასურველი?


ამ სამყაროს ჩვენი ვალი არა აქვს. შესაბამისად, ყველა საფეხურს უამრავი კანდიდატი ყავს. კონკურენცია ყოველთვის დიდია და მოდუნების წამიც არა გვაქვს ადამიანებს. ამიტომ, ან ვსწავლობთ, ვიბრძვით და ვითმენთ, ან უბრალოდ - არაფერი ღირებული არ გამოგვივა


❓ ღმერთი რომ იყო რას იზამდი?


ყველას მივცემდი შესაძლებობას ეარსება და ეცოცხლა ჯანმრთელს. ხელმისაწვდომს გავხდიდი ადამიანებისთვის ყველა ცოდნას და საიდუმლოს.


❓ საყვარელი ფრაზა..


✨ "ძლიერი ადამიანი ეძებს პრობლემის გადაჭრის გზებს, სუსტი კი - პრობლემის გამომწვევ მიზეზებს"




31 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page