"არასდროს მოვუსმენს შენს სიტყვებს, როცა ამბობ 'აზრი არ აქვს'."
❓ რისი გწამს?
მწამს, რაც ჩავიფიქრე და ამიხდა, მხოლოდ 1%-ია ჩემი ძალის
❓ რა გაძლევს ძალას?
პირველი ნაბიჯიდან მიღწევამდე რწმენას მიყავხარ. ეს გზა რაღაც ზეგავლენების გამო სისულელედ რომ არ გექცეს მხოლოდ რწმენა გეხმარება ამაში
❓ რა ფერია სიყვარული?
წითელი.. სიყვარული ყველაზე ძლიერი ფერი, გრძნობა და განცდაა
❓კითხვა ინტერვიუს წევრებისგან - ვინ ხარ შენ?
მე ვარ ადამიანი, რომელიც არასდროს მოუსმენს შენს სიტყვებს, როცა ამბობ “აზრი არ
აქვს"
❓ შემდეგ ცხოვრებაში სად გინდა რომ დაიბადო?
არ აქვს მნიშვნელობა სად, მაგრამ მინდა არაფრით ვგავდე საბას. სიამოვნებით ვიქნებოდი უბოროტესი და უუარყოფითესი, მხოლოდ იმიტომ, რომ გავიგო როგორია ასე ცხოვრება
❓ როგორ აღიქვამ სიკვდილს?
✔️ როგორც “დღის ბოლოს”, რომელიც უეჭველად მოდის.
Opmerkingen