top of page

Interview: Salome Sudadze

"უნიჭო ადამიანები არ არსებობენ"

ინტერვიუ / სალომე


- რას მეტყვი ცხოვრებაზე


„ცხოვრება გასეირნებაა სამუდამო ძილის წინ“


- როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი რისი ნიჭი აქვს?


მნიშვნელოვანია გაიაზრო შენი შეგრძნებები - როდის, რას, რატომ გრძნობ, დასვა კითხვები. დააკვირდე რა განიჭებს სიხარულს. უნიჭო ადამიანები არ არსებობენ!


- რას მოაქვს ხოლმე შენთვის ბედნიერება?


ჩემი შრომის შედეგს. ასეთ დროს გული მიჩქარდება და სიხარულის მეტს ვერაფერს ვგრძნობ


- რა არის ყველაზე ღირებული შენთვის რასაც უფრთხილდები და ძვირფასია?


ყველაფერი, რასაც ჩემი ჰქვია - ჩემი შვილები, ჩემი ოჯახი, ჩემი საქმე, ჩემი ქვეყანა და ა.შ.


- როგორ უნდა ირწმუნო საკუთარი თავის?


გამოცდილებას მოაქვს თვითრწმენა. თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი ნიშნავს, რომ გწამდეს და გიყვარდეს შენი თავი


- საყვარელი ფრაზა..


„ადამიანები ცხოვრობენ ისე, თითქოს არასოდეს მოკვდებიან და კვდებიან ისე, თითქოს არასოდეს უცხოვრიათ“




18 views0 comments

Recent Posts

See All

Комментарии


bottom of page