"ადამიანები ერთი შეხედვით უნდა შეაფასო"
ინტერვიუ / Sofi 21 წლის
- რას აფასებ საკუთარ თავში?
ინტუიციას. მჯერა, რომ ადამიანები ერთი შეხედვით უნდა შეაფასო, მათი აურა და ენერგია მაშინვე იგრძნობა
- გჯერა რომ ადამიანები იცვლებიან?
ადამიანები არ იცვლებიან, უბრალოდ სწავლობენ საკუთარი ცუდის დამალვას გამოცდილების ხარჯზე და უფრო მეტ ძალას ფლობენ ვიდრე მანამდე
- როგორი ადამიანის მიმართ არ გიჩნდება თანაგრძნობა?
ამ სამყაროს თავის კანონი აქვს, სულელი ყოველთვის ქრება. სულელი ადამიანების მიმართ ვერაფერს ვგრძნობ
- ღმერთი რომ იყო?
სრულ სიჩუმეს დავაწესებდი
- როგორი ხარ?
ინდივიდუალური
- როდის გიჩნდება ხოლმე დაბალი თვითშეფასება?
როცა არასწორ ადამიანს ვუშვებ ახლოს, ვინც ვერ დამაფასებს. შეიძლება ადამიანმა მზერით მიგიღოს
- რაზე ხართ შეთანხმებული შენ და შენი "მე"?
არავის მივცემთ საშუალებას გული გვატკინოს
Comments