"იბადები და ევლინები ამ სამყაროს, ისევე შორდები და რას ტოვებ? ..."
✍️ ინტერვიუ / Sofio
❓ რაზე გწყდება გული?
სიყვარულს ვერ გავცემ და სულ მგონია რომ ვერ ვუბრუნებ იმ ზრუნვის და სიყვარულის საფასურს ჩემს მშობლებს, ვერ გამოვხატავ როგორც მიყვარს
❓ რა გიადვილდება?
საკუთარ თავზე ზრუნვა და ჩემი სამუშაო. ერთი წამით არ მაძლევს საშუალებას სხვა რამეზე ვიფიქრო, ხელები, თვალები, გონება, სინაზე, ხედვა - ყველაფერი ერთად და მორჩა, სხვაგან ვარ
❓ რა გიყვარს ამ ცხოვრებაში?
არსებობენ ადამიანები, რომლებიც არასდროს დამტოვებენ მარტო, მე ამის მჯერა
❓ შენ რომ ღმერთი იყო რას შეცვლიდი?
ტკივილის მიყენებას ადამიანებზე დავთრგუნავდი. საინტერესოა როგორები ვიქნებოდით? ტკივილი აძლიერებსო, ნუთუ მის გარეშე ვერ გამოვნახავდით ჩვენს ძლიერ მხარეს, არ ვიცი ...
❓ რისთვის იბადება ადამიანი?
ბავშობიდან გესმის ცხოვრებისეული ჩვეულებრივი გეგმა, მაგრამ საბოლოოდ როგორც იბადები და ევლინები ამ სამყაროს, ისევე შორდები და რას ტოვებ? ...
❓ რა არის შენი აზრით ცხოვრებაში მთავარი?
საკუთარი ნაწილის შევსება, აუცილებლად, ყველა ქალს პირადი ბედნიერება სჭირდება
❓ რას ეუბნები ხოლმე შენ თავს, როცა ცუდად ხარ?
დრო მშველის ხოლმე. არც ისეთი მარტივია საკუთარ თავს შემოუძახო, როცა ძალიან
ცუდად ხარ. ძალა სჭირდება, მე ალბათ სუსტი ვარ
❓ ახლა ძალიან მოწყენილი ვარ, მითხარი რამე
✨ მოწყენილი და ცუდი მდგომარეობა თუ გაგვამართლებინებს სისულელების კეთებას, თუ ცუდად ხარ სწორედ ის დროა, გააკეთო ის რაც გინდა, რასაც კარგად ყოფნის შემთხვევაში არ გააკეთებდი✨
Comments