✍️ ინტერვიუ / სოფო პირანიშვილი
✨ „ადამიანურ ურთიერთობებს შეუძლიათ გადაწონონ უმძიმესი დაავადებებიც კი“
❓ რა არის მნიშვნელოვანი ცოდნა ამ ცხოვრებაში?
ადამიანები, თავგადასავლები, წიგნები _ საბოლოოდ ცხოვრებისეულ ცოდნად გროვდება
❓ მაგიას გინდა რომ ფლობდე?
ზემაგიური ვარ, უბრალოდ ძნელად თუ შემამჩნევ
❓ რას უნდა ახსენებდეს ადამიანი საკუთარ თავს ყოველთვის?
ამ კითვამ დიდხანს ჩამაფიქრა..საკუთარ თავს ხშირად ვუმეორებ, სოფ, ეს შენთვის შეიძლება ბოლო დღე ან დღეებია. როცა ფიქრობ რომ შეიძლება ბოლოა, უფრო მეტად ხარ მიდრეკილი ბედნიერებისკენ.
❓ რაზე გწყდება გული?
ზედმეტად გვიან აღმოვაჩინე საკუთარი თავი
❓ რას მიხვდი ცხოვრებაში?
საკუთარ ცხოვრებას, სამყაროში გაშვებული ნაწილაკებით ვქმნით და ჩვენივე განწყობებით ვიმართებით. მაგალითად გუშინ დაველოდებოდი როდის მომიკაკუნებდა ბედნიერება, დღეს მივხვდი რომ ის მეთვითონ უნდა შევქმნა.
❓ რას ეტყოდი მათ ვინც უიმედოდაა?
ჩამოსხდნენ და დაისვენონ რამდენი ხანიც ენებოთ, მაგრამ წინსვლა და ბრძოლის შეწყვეტა არ გაბედონ.
❓ მითხარი შენი საყვარელი ფრაზა..
✨ „ადამიანურ ურთიერთობებს შეუძლიათ გადაწონონ უმძიმესი დაავადებებიც კი“
Comments