✍️ ინტერვიუ / თაკო
❓ დღის შენი მონაკვეთი...
ღამეა.
❓ შინაგანი ფაზა ახლა...
ემოციური აბლაბუდა.
❓ საკუთარ თავს უნდა ახსენებდე რომ...
მხოლოდ ისაა მნიშვნელოვანი რაც გაქვს დღეს და ახლა.
❓ რისი გეშინია?
თეთრი ოთახების
❓ რა დატვირთვა აქვს შენთვის ხატვას?
ხატვა არის ჩემი სასაუბრო ენა, ვსაუბრობ იმაზე რაც მიხარია, რაც მტკივა, რასაც განვიცდი.
❓ ხატვის დროს...
ხატვის დროს ჩემს პერსონალურ სამითხეში ვარ, სადაც მე რეალური მე ვარ და ყველაფერი შემიძლია.
❓ შენი ნახატების კონცეფცია რა არის?
ადამიანი ემოციების გროვაა..
❓ რაზე ფიქრობ ხოლმე ხატვის დროს?
თითოეული დეტალის ხატვის დროს მახსენდება კადრებად ის კონკრეტული ამბავი რაც ნახატს მახატინებს და ამ მომენტში ჩნდება ის ემოცია, რაც გადმოდის ფურცელზე.
❓ რა იყო შენი ბავშვობის ოცნება?
მამასთან ერთად კოსმოსში წასვლა და იქ, ერთად დახატული სახლის აშენება,
რომელიც თან ხომალდი იქნებოდა და ვიმოგზაურებდით დროში და სივრცეში
❓ როგორ ცნობ ნიჭიერ ადამიანებს?
ალბათ ნელ-ნელა ისინი ხომ ყოველთვის მალავენ ამას
❓ საყვარელი ფრაზა?
✨ ეცადე ნებისმიერ სიტუაციაში დარჩე ადამიანი.
Commentaires