"განმარტებებს და პასუხებს არ ვეძებ იმიტომ რომ ასე მომწონს და მინდა. ეს ჩემთვის საკმარისია"
ინტერვიუ / Tamara
- როგორ არჩევ რა არის სწორი და რა - არასწორი?
სწორი ის არის რისი შედეგებიც შენს სინდისთან ჰარმონიაშია. რაღაცეები უნდა ცადო რომ გაიგო, მთელი ხიბლიც ამ პროცესებშია
- რას მეტყვი ბედნიერებაზე?
მდგომარეობაა, რომელშიც სიხარულის, სიმშვიდის, სიყვარულის განცდა და აღქმის უნარი გაგაჩნია და ხელს არაფერი გიშლის ამაში
- სიყვარულს რას შეადარებდი?
ზღვას, ტალღებად რომ შემოგეხეთქება, თან გახრჩობს, თან გარჩენს, თან გეთამაშება, თან გაყვინთავებს ) ხან ნაპირზე გამოგაგდებს ამოსასუნთქად, ხან ჰორიზონტზე მზეს გაზიარებს ფერებ-ფერებით, ხან ხელის გულზე გატარებს მსუბუქად ) ხან გაშინებს, ხან გაბედნიერებს, ხან გღლის, ხან გასვენებს
- როგორია სიყვარული დროსთან ერთად?
ისევ ნაპირიდან დანახულ შორეულ ზღვას გავს, იდუმალს, ძლიერს, თითქოს დამშვიდებულს, ნაპირიდან რომ ვერ ხედავ მის სიბობოქრეს - თუმცა არ ვარ დარწმუნებული
- რა არ უნდა დაკარგოს ადამიანმა?
ინდივიდუალურობა, თავის ხიბლი აქვს ნატურალური
- რა არის ღმერთი შენთვის?
იმედია და შვება, ყოვლისშემძლე დიდი მეგობარი, სულ ვგრძნობ. ეს ის თემაა, რომლისაც ბრმად მწამს, განმარტებებს და პასუხებს არ ვეძებ იმიტომ რომ ასე მომწონს და მინდა. ეს ჩემთვის საკმარისია
- რისი გწამს?
მწამს სიკეთის და "მოუთოკავი გრძნობის"..
Comments