✍️ ინტერვიუ / თათა სვანაძე
✨ "ყოველ ახალ დღეს მიეცი შანსი, რომ გახდეს შენი ცხოვრების საუკეთესო დღე."
❓ რა გასწავლა ცხოვრებამ?
გაბრაზებულ მდგომარეობაში, არასდროს უნდა მიიღო რადიკალური გადაწყვეტილება.
❓ რისთვის ღირს ბრძოლა?
საკუთარ თავთან სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად.
❓ მე რომ მოწყენილი ვიყო როგორ გამამხნევებდი?
ჩართე დროის მანქანა და იმოგზაურე ბავშვობაში.
❓ ბედნიერება...
ბედნიერება დაკავშირებულია ადამიანის წარმოსახვის უნართან და ფანტაზიასთან. ბედნიერება არის მდგომარეობა და არა დანიშნულება.
❓ რას აკვირდები ადამიანებში ყველაზე მეტად?
სხვა ადამიანების მიმართ დამოკიდებულებას.
❓ რა არის შენთვის აუხსნელი?
აუხსნელია, თუ რატომ არის ცხოვრებაში ამდენი რამ აუხსნელი.
❓ განშორება ნიშნავს..
ახალ შესაძლებლობას.
❓ როგორ უყურებ ტრავმებს ადამიანის ცხოვრებაში?
ეს არის პიროვნული სიძლიერის ერთ-ერთი საწინდარი, რა თქმა უნდა, თუ სწორად და ღირსეულად მიიღებ.
❓ რა არის შენი საყვარელი ფრაზა?
✨ "ყოველ ახალ დღეს მიეცი შანსი, რომ გახდეს შენი ცხოვრების საუკეთესო დღე."
Comments