top of page

Interview: Tevdore Gogoladze

"შანსის მწამს რომელიც მომეცემა, ალბათ მაგიტომაც ვუშვებ შეცდომებს"

✍️ ინტერვიუ / თევდორე 26 წლის


❓ რისი გწამს გულის სიღრმეში?


შანსის მწამს რომელიც მომეცემა ყოველ ახალ ეტაპზე და ალბათ მაგიტომაც ვუშვებ შეცდომებს. მჯერა გუშინდელი დღის


❓ რა არის ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი?


ყოველთვის რამაც გადამარჩინა და დამაბრუნა საწყისთან, რამაც მილიონჯერ შანსი მომცა და ყველა შეცდომა მაპატია და არ მომცა ხელის ჩაქნევის საშუალება - რწმენა, თვითრწმენა


❓ თვითრწმენა საიდან მოდის? როგორ უნდა სჯეროდეს ადამიანს საკუთარი თავის


დავიბადეთ დედამიწაზე, ყველაფრით ავავსეთ საკუთარი თავი. ადამიანი რწმენამ მოავლინა და მე ისევ მწამს რომ გადარჩენა შემიძლია


❓ რისი გეშინია?


სიკვდილის საერთოდ არ მეშინია. საკუთარი თავის მეშინია, იმის რომ მიმატოვოს, დაკარგული დროის მეშინია და კიდევ სიბრმავის


❓ რა არის, რისთვისაც გიღირს სიცოცხლე?


არავინ იცის, ამიტომ ღირს სიცოცხლე რომ ხვალ არ ვიცი რა მელოდება.


❓ ძლიერი ადამიანი როგორია შენთვის?


ვისაც პატიება შეუძლია და ბოდიშის მოხდა


❓ ყველაზე მეტად რა გაინტერესებს ცხოვრებაში?


რა არის სიყვარული...


❓ გაქვს ვერსიები?


სიყვარული იმედია, რომელსაც საკუთარ თავს ვაჯერებთ, სიყვარული, ბედნიერების, ტკივილის, სიხარულის და იმედგაცრუებების ნამსხვრევებითაა აწყობილი


❓ რა არის ყველაზე ძვირფასი რასაც ადამიანი უნდა გაუფრთხილდეს?


საკუთარი სამყარო, იდუმალება, რომელიც სახლივითაა შენში ვინც ხარ, სადაც ყოველთვის შეგიძლია მიატოვო ყველა და დაბრუნდე


❓ გულს სიხარულით რა გივსებს ხოლმე?


"მე მხოლოდ შენ სიყვარულს ვგრძნობ, ყველაზე ღვთაებრივს და მართალს. იქ სადაც შემიძლია დავბრუნდე, იმედი რომელიც ყოველთვის ცოცხალი ორგანიზმივით არსებობს და იზრდება"




Comentarios


 

 

Copyright © 2019 Interview

- (2).png
bottom of page