top of page

Interview: Tinatin Bedukadze

✍️ ინტერვიუ / თინათინ ბედუკაძე


❓ რა სიტყვები დაგამახსოვრდა სამუდამოდ?


,,ენდე შენს წარმოსახვას, სინამდვილე თვითონ დაემსგავსება’’.


❓ რას ფიქრობ ადმაიანის ემოციებზე?


ემოციები გამოგვხატავენ, გვამჟღავნებენ, გაგვთქვამენ, გვასწავლიან საკუთარ

თავსაც, სხვებსაც, სამყაროსაც.


❓ რას იზამდი ღმერთი რომ იყო?


ღმერთობას ვერ გავუძლებდი.


❓ როგორ დაახასიათებდი ადამიანს?


ადამიანი, ამ სიტყვის გაგონებისას სულ პლანეტები მახსენდება, შორეულები და მარად მოციმციმეები, ლამაზები და საშიშები, საცნაურები და უცნაურები, თან მსგავსნი და თან განსხვავებულნი, მზესთან ახლოს და შორს მყოფნი, ცივები და მხურვალენი, უსახელონი და სახელდებულნი, დიდები და პატარები, თავისუფალნი და წრეზე მოსიარულენი, უსასრულობაში მოხეტიალე ვარსკვლები.. ჰო, პლანეტებს ჰგვანან ადამიანები.


❓ რაზე ოცნებობ ხოლმე?


არ ვოცნებობ, ვჩურჩულებ ხოლმე, სამყაროს ,,მინდა’’-ს ვუმხელ და ,,უნდა’’-ზე ვეჩხუბები.


❓ ადამიანს ყოველთვის უნდა ახსოვდეს...


რომ ცოცხალია და რომ მარტოა, რომ მარტოობა ცხოვრებით უნდა იზეიმოს.


❓ როგორია ეს სამყარო შენთვის?


დაუცველი, თვალის მოხუჭვით შეგიძლია გააქრო.


❓ რისი ნაწილი ვართ?


ამოუხსნელი განტოლების, დაუმშრალი ზღვის, მედინი მდინარის, ქარის და ნიავის, წვიმისა და თოვლის, მიწის და ღრუბლის, ყველაფრის, რაც მოძრაობს და ყველაფრის, რასაც ჩვენამდე უმოძრავია და ჩვენ შემდეგაც იმოძრავებს.


❓ რაში სჭირდება ადამიანს სიყვარული?


თუ პირიქით, ჩვენ ვჭირდებით სიყვარულს?!


❓ შენი საყვარელი ფრაზა


✨ ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო!


69 views0 comments

Recent Posts

See All

Comentarios


bottom of page