top of page

Interview: Tsira Barbaqadze

"როგორ უნდა დაშორდე იმას, ვინც გიყვარს?"

✍ ინტერვიუ / TsiRa Barbakadze


❓ რა შეიძლება იყოს მარადიული?


თქვენ ეძებთ, რა არის ცხოვრებაში მარადიული და სევდიანდებით, როდესაც პასუხს ვერ პოულობთ; ამ დროს კი შვება შეიძლება იმან მოგგვაროთ, რომ ცხოვრებაში მარადიული

არაფერია...


❓ რა შეიძლება იყოს ის, რაც გულს დაგვიმშვიდებს ყოველთვის?


სამყარო არ არის სტატიკური, სიცოცხლე არ არის სტატიკური, ყველაფერი იცვლება და მიმდინარეობს... თვითანალიზის შემდეგ შესაძლოა, იქამდე მივიდეთ, რომ დაგვამშვიდოს იმან, რაც გვაღელვებდა


❓ რა არის ცხოვრებაში ნამდვილი?


ნამდვილი არსებობს და ის სიღრმეშია, როგორც აისბერგის წყალქვეშა ნაწილი. თუ გსურთ, აღმოაჩინოთ, რა იმალება იქ, თქვენ უნდა ჩაყვინთოთ იქ, როგორც გაბედულმა მყვინთავმა


❓ რა ამშვიდებს მოწყენილ ადამიანს?


პოზიტივის აკვიატება არაჯანსაღია მაშინ, როცა გეტირება და სევდიანი ხარ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაჯდე და მოთქმით იტირო და ნეგატივი გაიძლიერო. ეს ნიშნავს, რომ გამოიკვლიო შენი სევდის მიზეზი


❓ რას ნიშნავს საყვარელ ადამიანთან განშორება?


როგორ უნდა დაშორდე იმას, ვინც გიყვარს? ეს ხომ მხოლოდ ფიზიკური სიახლოვე არ არის. თუ სიყვარული იწურება, ურთიერთობა უმტკივნეულოდ სრულდება და თუ გტკივა, გიყვარს...


❓ თქვენი ლექსი გამიზიარეთ ამ განწყობიდან..


✨ ნუ გამოიცნობთ...


ნუ გამოფენთ სარეცხივით, _

გამოშრება...

ნუ გადაცურავთ, _

მას არა აქვს მეორე ნაპირი...

ნუ გადალახავთ, _

მას არა აქვს საზღვარი...

ნუ პოულობთ, _

ის არასოდეს დაკარგულა...

ნუ აფრიალებთ დროშასავით, _

მან არაფერი იცის გამარჯვებების და

დამარცხებების შესახებ....

ნუ ჩაძირავთ, _

ის არასდროს არ არის ზედაპირზე...

ნუ აღვიძებთ, _

ის სულ ფხიზლობს...

ნუ მოჰყვებით, _

ამბავი არ არის...

ნუ ებრძვით, _

ის გნებდებათ...

ნუ გამოიცნობთ, _

ის გამოცანა არ არის...

ის _ საიდუმლოა.. ✨




11 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page