"ცუდი ცხოვრება არაფერზე მეტია"
✍️ ინტერვიუ / Tsotne 21 წლის
❓ რისთვის დაიბადე, როგორ ფიქრობ?
სამყაროს ჩემთვის დავალება არ მოუცია. შემთხვევით მომენიჭა სიცოცხლე, მე ვაძლევ ყოველდღიურად ახალ-ახალ მნიშვნელობას ჩემ დაბადებას საკუთარი თავისთვის, სამყაროსთვის..
❓ რა გასწავლა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ?
არ უნდა იცხოვრო სხვისთვის და არც სხვას უნდა მოსთხოვო შენთვის ცხოვრება
❓ რა განიჭებს ხოლმე სიხარულს დღის განმავლობაში?
როცა საყვარელი ადამიანი მაგრძნობინებს რომ ვუყვარვარ, როცა მაცივარში კოკაკოლას
ვხედავ (კლასიკს)
❓ რა გიყვარს სიცოცხლეში?
თავისუფლება. რომ ვაანალიზებ როგორ თავისუფალ ვარდნაში ვართ ადამიანები, როგორი ალბათობის გაუთვლელობის პროდუქტი ვარ და როგორი იღბლიანი, რომ ვარსებობ..
❓ მე რომ სიცოცხლე აღარ მინდოდეს, რას მეტყოდი?
✨ ცუდი ცხოვრება არაფერზე მეტია. ორი არჩევანია: ან ხვალ იღვიძებ, ფილმს უყურებ, მზის ამოსვლას შეხედავ, გაიზმორები, იტირებ, გეტკინება, გაგეღიმება ან სიბნელე,
არაფერი, არაფერი. საერთოდ არაფერი!
Comments