top of page

Interview: Valeri Asatiani

Updated: Jun 4, 2021

✍️ ინტერვიუ / ვალერი ასათიანი


რა ყოფილა ყველაზე მნიშვნელოვანი თურმე?

საკუთარი თავის შეცნობა...

რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?

ფრენაზე...კოსმოსზე.

რას ნიშნავს მარტოობა?

მოძალებულ ფიქრებს....საკუთარ თავთან მარტო დარჩენა.

რა არის ადამიანად ყოფნის სევდა?

ძვირფას ადამიანებთან განშორება.

რა არის ტკივილის საფასური?


არაფერი.

როგორ დავიჭირო დრო?

ბედნიერი წამების გახანგრძლივებით...

რა იქნება შემდეგ?

არ ვიცი....ალბათ, უკუნეთი...

როდის კვდება გული?


როცა სიცოცხლის უაზრობას იგრძნობს.

რას უნდა მიხვდეს ადამიანი აუცილებლად?

რომ ყოველივე წარმავალია.

როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს სამყაროსთან?

მის წიაღში სიკეთის მუდმივი ძიებების.

ხდება ოცნებები?

ზოგჯერ კი.

რად ღირს ეს ცხოვრება?

ამაღლებულის განცდით.

რა არის გადაულახავი?


სიბერე.

რა არ სრულდება არასდროს?


აბსოლუტური სამართლიანობა

რა რჩება ჩვენგან?


იშვიათად, სახელი.

რა არის ყველაზე რთული?


უსამართლობასთან შეგუება.

რა შეუძლია ადამიანს?


ძალიან ბევრი რამ...მაგალითად,სამყაროს გარდაქმნა და თავისი მიკროსამყაროს შექმნა...

როგორ უნდა ვიცხოვრო? რა უნდა იყოს საზომი, ცენტრი?

ჰარმონია.

რთულ პერიოდებში რა ქნას ადამიანმა?


საკუთარ თავში მიზეზების პოვნა...მათი დაძლევა და ახალი გზების ძიება...

როდესაც ადამიანი ძალიან მომწყენილია, როგორ ამხნევებ ხოლმე?

სახალისო ამბებით....ყურადღების გადატანით ემოციურ სამყაროში

რა არის ის რასაც ცხოვრებაში მიხვდი?


ცხოვრება სიკეთის გაცემით....შრომით...ძიებებით...

რას უსურვებდი ყველა ადამიანს?

იმედიანად ცხოვრებას.

რა არის ქალში მშვენიერი?


ის რაღაც, რაც მხოლოდ უნდა იგრძნო...

არის ცხოვრება ლოგიკური? რა არის ეს ცხოვრება?


ხშირად არა. ცხოვრება არის ლოგიკურის,ალოგიკურის და,საბოლოოდ,უფლის ნების აღსრულება!


ყველაფერი ისე ხდება როგორც უნდა ხდებოდეს?

არა, რადგან ადამიანი მაინც სუბიექტურია...


რა არის ჩვენზე დამოკიდებული?

ბევრი რამ. ღირსეულად, პრინციპებით ცხოვრება.


დამელაპარაკე სიყვარულზე, რას მიხვდი, რა ყოფილა?


სიცოცხლის აზრი - ადამიანის მამოძრავებელი მშვენიერებაა...

საყვარელი ფრაზა


✨ DUM SPIRO, SPERO - სანამ ვსუნთქავ, ვიმედოვნებ....



ვალერი ასათიანი / პროფესორი; ფილოსოფოსი; ყოფილი კულტურის მნისტრი


74 views0 comments

Recent Posts

See All

Hozzászólások


bottom of page