top of page

Interview: Zaza Nozadze Sf-x

ბედნიერება გადაწყვეტილებაა

✍️ ინტერვიუ / Zaza Nozadze - Sf-x


❓ როგორია შენთვის წარმატებული ადამიანი?


წარმატებული ადამიანი ყოველთვის დაჯილდოებულია უნარით, რომ ყველა დამარცხება მალევე დაივიწყოს და განაგრძოს გზა, ხოლო გამარჯვება კიდევ უფრო მალე დაივიწყოს და განაგრძოს გზა


❓ რა არის შენთვის ბედნიერება?


ბედნიერება გადაწყვეტილებაა. სულ არსებობს ბედნიერების და უბედურების მიზეზები, მთავარია გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტ, რომ ბედნიერი იყო, გამოდის, რომ ბოლომდე გაიაზრე დედამიწაზე ადამიანად მოსვლის ფასი


❓ რა განიჭებს ხოლმე სიხარულს?


შეიძლება უბრალოდ მზე ისე ამოვიდეს, ან ისე მოგესალმონ, განწყობაზე დღის ბოლომდე აისახოს, შეიძლება დედაჩემმა ისეთი სახით გამიღოს კარი, რომ გავბედნიერდე..


❓ ცხოვრების გამოცდილებამ რა გასწავლა?


საკუთარი ქმედებების და შედეგების გვერდიდან შეხედვა, შეფასება, ნებისმიერ სიტუაციაში და სამართლიანად განსაზღვრა


❓ რა გიყვარს სიცოცხლეში?


უნარი - რომ მიყვარდეს ის ყველა და ყველაფერი, ვინც მიყვარს, რაც მიყვარს..


❓ რითი ხარ ყველაზე მადლიერი?


თანამონაწილე ვარ ამ შეუჩერებელი პროცესის, რასაც სიცოცხლე ქვია. მადლიერი ვარ იმისთვის რაც მაქვს, ვინც მყავს და იმისთვისაც რაც მაკლია, რაც არ მაქვს და ვინც არ მყავს, აღარ მყავს.. მთავარია, რომ მომეცა დრო და შანსი ვყოფილიყავი ადამიანი


❓ ღმერთი რომ იყო რას იზამდი?


ადამიანი სანამ ცოცხალია, მასშია ღმერთი, მის ქმედებებში, საუბარში, შედეგებში - შეკითხვა თუ რას ვიზამდი, რომ ღმერთი ვიყო, პასუხი არ მაქვს, მაგრამ ვარ ადამიანი და ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმამდე ვფიქრობ იმაზე თუ - რას არ გააკეთებდა ჩემს ადგილას ღმერთი, რომელიც ჩემშია


❓ სიცოცხლე რომ აღარ მინდოდეს, რას მეტყოდი?


გეტყოდი რომ ძალიან მჭირდები, რომ მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემი შველა და ისეთ რამეს გთხოვდი, რაზეც უარს ვერ მეტყოდი


❓ შეკითხვა ინტერვიუს წევრებისგან: „ვინ ხარ შენ“?


ის ვარ, ვინც ემახსოვრებათ.


✔️ რისი გწამს?


✨ სიყვარულის.




45 views0 comments

Recent Posts

See All

Comentarios


bottom of page