"იბადება უშიშარი, თავისუფალი ადამიანი"
✍️ ინტერვიუ / Zura Odilavadze
❓ წლები..
სხეულისთვის მძიმე ტვირთია, გონებისთვის სიბრძნეა, სულისთვის კი თავისუფლების ფრთები.
❓ რა არის პიროვნების განვითარების ყველაზე მაღალი საფეხური?
თან იყო კაშკაშა, მკვეთრად გამოხატული ინდივიდი, ერთადერთი, განუმეორებელი და, ამავე დროს, ჩვეულებრივი, როგორც ყველა – ესაა ადამიანის განვითარების მწვერვალი! სწორედ რიგითობასთან შერიგებასა და ჩვეულებრიობის განცდის შესისლხორცებაა ადამიანისთვის ყველაზე დიდი სირთულე.
❓ გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება
ცხოვრება უკიდურესად უსამართლოა.. სამყაროს ერთი ფუნდამენტური კანონი მართავს: უსამართლობას რომ შეურიდგები, საკუთარ უძლურებას მიხვდები და ქედს მოიხრი, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს მოქმედებას ეს კანონი და ბოროტება აუცილებლად ისჯება. როგორც ჩინური სიბრძნე გვასწავლის: მდინარის პირას წამოწოლილმა მშვიდად აკეთო შენი საქმე, მტრების გვამებს კი დინება ჩამოატარებს...
❓ რა ავიწყდებათ ადამიანებს ყველაზე ხშირად?
რომ ის მოკვდავია! უფრო ვრცლად: რომ დღეს ის მხოლოდ მტვრის ნაწილაკია ამ უკიდეგანო სამყაროში, ხოლო ხვალ ისიც აღარ იქნება...
❓ რას შეუძლია თქვენი გაცინება?
თუ გულწრფელ სიცილზეა საუბარი – იუმორს, კომიკურ სიტუაციებს. ირონიულად კი თანამედროვე ფეოდალებზე მეცინება – მათ კუტოკზე და განდიდების აგრესიულ სურვილზე, რომლის უკანაც მეორეხარისხოვნების განცდა იმალება.
❓ რისი გწამთ გულის სიღრმეში?
რომ კეთილი მაინც სძლევს ბოროტს, დროებით, მაგრამ მაინც... მერე დიდი ხნით ისევ ბოროტება გაბატონდება... და ასე, თავიდან...
❓ როგორი ქალია მშვენიერი ქალი?
შენ რომ გიყვარს
❓ რა მოაქვს ტკივილს?
უდიდესი გამოცდილება. ტკივილისა და განსაცდელების გადატანაში იბადება უშიშარი, თავისუფალი ადამიანი... რაც ბოლოს მაინც გაქვავებით სრულდება
❓ საყვარელი ფრაზა
✨ "ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია დაგამციროს, ხარ თავად შენ“
Comments