"დღეს სამყარო არის განუზომლად უფრო უკეთესი ვიდრე ოდესმე"
ინტერვიუ / Zurab Japaridze
- რისთვის იბადება ადამიანი?
იბადება თავისუფალი, თავისუფალი იმაშიც რომ თავად განსაზღვროს რაზე ღირს ცხოვრების დახარჯვა
- რა გაბედნიერებს ხოლმე?
ჩემთვის ახლა ბედნიერება იმის ყურებაა როგორ იწყებენ ფიქრს სხვადასხვა საკითხებზე ჩემი შვილები, როგორ სვამენ კითხვებს, როგორ იაზრებენ რაღაცეებს
- რა აკლიათ დღეს ადამიანებს ყველაზე მეტად?
არ არსებობს ეგეთი რამე. დღეს სამყარო არის განუზომლად უფრო უკეთესი ვიდრე ოდესმე. და დღეს სამყარო უფრო მეტად გვაქვს შეცნობილი ვიდრე ოდესმე. ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენ, ადამიანებმა შევძელით. მთავარი ინსტრუმენტი რომელიც გვაქვს, ეს არის გონება. დანარჩენი ყველაფერი ტექნიკის საკითხია
- როგორია შენთვის მშვენიერი ადამიანი?
ადამიანი რომელიც იბრძვის
- გჯერა ბედისწერის?
ბედისწერის არ მჯერა. თუმცა მესმის რომ ალბათობა იმისა რომ ყველაფერი იყოს დეტერმინირებული, ისეთივეა როგორც იმისა, რომ არაფერი არ იყოს წინასწარ განსაზღვრული. მწამს თავისუფლების
- როგორ უნდა ეძებდეს ადამიანი თავის თავს, როგორ უნდა მიხვდეს რისი ნიჭი აქვს?
უნდა სცადოს რაც შეიძლება მეტი რამე და რაც შეიძლება სწრაფად. ამით იზრდება ალბათობა რომ გაარტყას რისი ნიჭი აქვს და რისი კეთება ანიჭებს სიამოვნებას. ანუ, ზარმაცი და მხდალი არ უნდა იყოს. ზარმაცები და მხდალები ვერ პოულობენ საკუთარ მოწოდებას/ნიჭს, რადგან ან ეზარებათ და არ ცდილობენ, ან სიახლის ეშინიათ და არ ცდილობენ.
- როგორ უნდა ირწმუნო საკუთარი თავის, რას ეტყოდით ადამიანს ვისაც თავის თავი არ უყვარს?
თუ წარმოიდგენ რომ სამყარო დაახლოებით 15 მილიარდი წლის წინ შეიქმნა და ჯერჯერობით ამ სამყაროში ერთადერთი არსებები ვართ ვინც შეძლო და გაიაზრა რომ უზარმაზარ მრგვალ კლდეზე დავბოდიალობთ და სამყაროს გაფართოებასთან ერთად სადღაც მივფრინავთ - საკუთარი თავის რწმენა წესით არ უნდა იყოს პრობლემა. ვისაც საკუთარი თავი არ უყვარს, ვურჩევდი ამაზე დაფიქრდეს
- ფრაზა რომელიც გიყვარს..
I scream, you scream, we all scream for ice cream
#InterView #InterArt #ინტერვიუ #ინტერარტ #ზურა #გირჩი #ჯაფარიძე #zurab #girchi #jafaridze #japaridze
Σχόλια