"ის არასოდეს ცდილობს, ტილოს არსს ჩასწვდეს, რადგან ცხოვრების შექმნის შესაძლებლობას თავად ფერწერულ ტილოს უტოვებს"
სტატიის ავტორი: სოფო სუდაძე
მხატვარი ალექსანდრე ვარვარიძე თავის ნამუშევრებში გამოსახავის საშუალებად ფერებს და სუფთა ფორმებს იყენებს, მსგავსად მუსიკისა, რომლისთვისაც რიტმი და მელოდია მსმენელთან კომუნიკაციის საფუძველია.
როგორ ესმით და აღიქვამენ ადამიანები უსაგნო ხელოვნებას? რით შეიძლება იყოს გამორჩეული ნახატი, სადაც მხოლოდ ფერებს და გაურკვეველ ფორმებს ვაწყდებით, რომელიც დაცლილია სიუჟეტისგან და შინაარსისგან?საზოგადოება გადის ევოლუციის გზას, მასთნ ერთად ყოფიერებაც. კულტურა ფეხდაფეხ მიჰყვება ეპოქალურ ცვლილებებს, ეს განსაკუთრებით ვლინდება მხატვრობაში. მხატვრობას გააჩნია ისტორია, არის ცოცხალი ორგანიზმი და ადამიანის მსგავსად გადის ზრდა/განვითარების პროცესებს.
რა მოხდა მეოცე საუკუნეში როდესაც მსოფლიომ ორი ომი გადაიტანა?სტრესი, სიღარიბე, შიში, დანაკარგი. ჩვენ ვიცით რომ სწორედ ასეთ რთულ პერიოდში საზოგადოებაში ჩნდება სიბრძნე ცხოვრების, სიცოცხლის შესახებ და ყოფის პარალელურად მხატვრობაში შემოდის ფილოსოფიურობა, მკვეთრად კი თავი იჩინა აბსტრაქციონიზმში, უსაგნო ხელოვნებაში. აბსტრაქციონიზმი დაცლილია ფორმისგან, შინაარსისგან. არის სრულიად წმინდა - ხაზებით და ფერებით სავსე. რეციპიენტს მრავალფეროვანი და ინდივიდუალური წარმოსახვის საშუალებას ანიჭებს.
ნახატის აღქმა ხდება ინდივიდუალური.
აბსტრაქციონიზმს შეუძლია ადამიანი ჩააფიქროს, დაამშვიდოს, განკურნოს გონებრივი დაძაბულობისგან, მისცეს ინსპირაცია ახალი ფიქრისთვის ან შემოქმედებისთვის, ან სულაც ოცნებებისთვის.
"ნარინჯისფერი"
საინტერესოა რა იდეის მატარებელია ა. ვარვარიძის ნამუშევრები. მსოფლიო, მატერიალიზმითაა მოცული. ადამიანის შინაგანი სამყარო, სულის გზის ძიება და იდეა სულის არსებობის შესახებ მეორეხარისხოვანი გახდა. სხვადასხვა სწავლების მიხედვით სული მოგზაურობს და რეინკარნირდება. ყოველი ახალი განსხეულებისას გამოცდილებიდან იძენს ცოდნას და აგროვებს.
ნახატზე გამოსახულია ორი სფერო, წმინდა ნარინჯისფერი და ლურჯის სხვადასხვა ფერის კომბინაცია. წარმოდგენილი ორი სფერო გამოხატავს წარსულს და მომავალს - ის რაც უკვე იყო და ის რაც ჯერ არ დამდგარა. მომავალი - ის რაც ჯერ არ დამდგარა - სივრცე სადაც ჯერ არაფერი მომხდარა, მომავალი რომელიც მზადაა რომ მოხდეს - გამოსახულია ნარინჯისფრად, რომელიც მზის ფერს გამოხატავს, მზე რომელიც გვაუწყებს გათენებას, აწმყოს გაგრძელებას. წარსული - ნახატის ქვედა ნაწილი, რომელიც სავსეა ჩალექილი ფერებით, ნიშნებით და ფორმებით, გამოხატავს მომხდარ ამბებს და აქედან შეძენილ გამოცდილებას.
რას ვხედავთ როცა ვუყურებთ აბსტრაქტულ ნამუშევარს, სადაც მხოლოდ ფერების კომბინაცია და განწყობაა,ეს ნიშნავს რომ საქმე გვაქვს არა სიუჟეტურ/ფიზიკურ სათქმელთან და გამოსახულებასთან, არამედ მიღმიერ/სულიერ გამოძახილთან? ნახატზე ვხედავთ წარსულს უამრავი ფერით და ფორმით რომელიც ჰგავს იმ გამოცდილებას, რომელიც სულმა მოაგროვა და მზადაა ახალი ცოდნის მისაღებად, რომელსაც მომავალში მიიღებს.
ნახატზე წარმოდგენილია ერთი მთლიანი სიცოცხლის ციკლი სულის შესახებ.
ჩანს ჯერ გაურკვეველი მომავალი - მინიშნებების გარეშე, და წარსული რომელმაც დალექა და გაამდიდრა ადამიანის გონი/სული. დაცლილია შეძენილი ჩარჩოებიდან, პროპაგანდისგან, გარედან მიღებული სიყალბისგან. ალექსანდრე ვარვარიძის ნამუშევრების ამ სერიაში ვხედავთ გასულ და გასავლელ ზღვარს ყველგან, ერთი და იგივე სათქმელით და იდეით, მაგრამ ხვადასხვა ფერში, რაც მიანიშნებს სულების ინდივიდუალობაზე და ამავდროულად ერთობაზე/მსგავსებაზე.
"ლურჯი"
„ლურჯის“ „მომავალში“ ჩანს ერთი მცირე ლაქა რასაც შეიძლება ვუწოდოთ აუცილებლად გასავლელი მონაკვეთი ცხოვრებაში, ადამიანები ხშირად ბედისწერას ეძახიან. ყველა ფერი იწვევს შესაბამის ემოციას, აღქმას, შეგრძნებას.
ამ ნახატის სათქმელი თავისი მატარებელი სულის შესახებ, მნიშვნელოვანია რას ხედავს რეციპიენტი. აბსტრაქტული ნამუშევარი სწორედ ამის საშუალებას გვაძლევს. გამოცემაში „Wassily Kandinsky“, ხავიერ ტრიადო სუბირანა აღნიშნავს, რომ აქ არ არის ფორმების თამაში, საქმე გვაქვს, სულიერებასთან ხელოვნებაში, მხატვრისთვის ეს ტილო „ახალი სამყაროს შექმნისთვის სხვადასხვა სამყაროს რეზონანსულ შეჯახებას გავდა“.
კანდინსკი წერდა: „ის ვინც ნახატს უყურებს, შეიგრძნობს კიდეც, უფრო მეტიც, ის ჩვეულია, ტილოს „არსი“ აღმოაჩინოს, უკეთ რომ ვთქვათ, მის სხვადასხვა ნაწილს შორის არსებული კავშირი გარედან დაინახოს. ამისათვის საკმარისია სურათის წინ დადგეს და რაიმე ახლის აღმოჩენის სურვილით აღივსოს. ის არასოდეს ცდილობს, ტილოს არსს ჩასწვდეს, რადგან ცხოვრების შექმნის შესაძლებლობას თავად ფერწერულ ტილოს უტოვებს"
ალექსანდრე ვარვარიძის სხვა ნამუშევრების და მისი სრული შემოქმედების სანახავად ეწვიეთ მის ინსტაგრამს >>> instagram.com/alexander.varvaridze
ასევე შეგიძლიათ ნახოთ ვებ-საიტი >>> http://alexander.varvaridze.com/
მხატვარი: ალექსანდრე ვარვარიძე
Commentaires