top of page

ბრინჯის სტადია - 5 რჩევა როგორ დავაღწიოთ თავი დაბნეულობას

როგორ უნდა მოვიქცეთ როცა დაბნეულები ვართ და როგორც ანუკი შუბითიძე იტყოდა "ბრინჯის სტადიაში" ვართ? ესაა მდგომარეობა, რომელიც გვაჩერებს ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას შორის.

დაბნეულობა - სიმპტომია, რომელსაც ახასიათებს აზროვნების შენელება, დეზორიენტაცია, კონცენტრაციის და გადაწყვეტილების მიღების უნარის დაქვეითება. გავლენას ახდენს განსჯაზე, მეხსიერებაზე და ქცევაზე. ახასიათებს არათანმიმდევრული მეტყველება, დროის შეგრძნების დაკარგვა, ემოციის უეცარი ცვლილებები, აგრესიულობაც კი, და არაპროგნოზირებადი გზით მოქმედება.


ინტერვიუს წევრების ჯგუფში ვისაუბრეთ შეკითხვაზე - რა ცხოვრებისეული შემთხვევები აბნევთ უფრო ხშირად. პასუხების ძირითადი ნაწილი უკავშირდებოდა საწინააღმდეგო სქესის მიმართ სიმპათიისა და ძლიერი გრძნობის გაჩენით გამოწვეულ დაბნეულობას. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ დაბნეულობა შეიძლება გაგრძელდეს დღეები, თვე ან თვეებიც. მთელი ის პერიოდი, როდესაც გადაწყვეტილებას ვერ ვიღებთ.


ხანგრძლივმა პერიოდებმა კი, შეიძლება გამოიწვიოს განცდა, რომ დავრჩებით გაურკვევლობის უწყვეტ, ნისლიან ქსელში. შედეგად - თავს ვგრძნობთ უძლურად, რასაც ახლავს სტრესი და შფოთი.

დაუსრულებლად მოღრუბლული ცა, რომელიც თქვენს ირგვლივ ყველაფერს ფარავს, ასევე დიდი და ძლიერი ცვლილების ნიშანია. დაბნეულობა უფრო მაღალ მიზანს ემსახურება, გონება კიდევ უფრო ფართოვდება. ეს იმის ნიშანია, რომ საშუალებას აძლევთ თქვენს გულს, გონებას, სხეულს და სულს, შექმნან ის ადგილი, რაც აქამდე არ იყო. დაბნეულობა გახსნის პროცესია.

5 რჩევა დაბნეულობის დასაძლევად:

1. მიიღე ის მდომარეობა, სადაც ხარ. მიიღე ნისლი, მიიღე დაბნეულობა და მიიღე „სულელური“ გრძნობები.

2. ღრმად ამოისუნთქე. იგრძენი საკუთარი ცენტრი და მტკიცედ თქვი, ”არ ვიცი რა უნდა გავაკეთო და ეს კარგია”. როდესაც მტკიცედ აცხადებთ თქვენს გაურკვევლობას, გადადიხართ ნისლიდან რეალობაში. რაც უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებთ თქვენს რეალობაზე, იგრძნობთ სიმშვიდეს იქ, სადაც ხართ. 3. ფოკუსირება გააკეთე იმაზე, რაც იცი. როდესაც დაბნეული ხართ, ადვილად ებმევით განმეორებადი აზრების ქსელში, სადაც, როგორც ჩანს, არც დასასრულია და არც დასაწყისი. ამის გასუფთავების მიზნით, გააკეთეთ აქცენტი იმაზე, რაზეც არ გრძნობთ დაბნეულობას. გააკეთეთ აქცენტი იმაზე, რაც იცით და რაშიც დარწმუნებული ხართ. ეს ხელს შეუწყობს ღრუბლის შესუსტებას.

4. გამოიჩინე მოთმინება. დაბნეულობა შეცვლის ნიშანია და დაელოდეთ, იყავით მშვიდად იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა პასუხი არ გაქვთ. მიიღეთ გზები და მიენდე შთაგონებას, რომელიც მოვა გადაწყვეტილების მიღების დროს.


5. მიენდეთ გულის სიბრძნეს. დაიწყეთ პირველი ნაბიჯების გადადგმა და დააკვირდით როგორ იგრძნობთ თავს, თუ უკეთ, მაშინ გააგრძელეთ სიარული.


ცხოვრებაში, რაც არ უნდა ვიგრძნოთ და გავაკეთოთ, რამაც არ უნდა დაგვაბნიოს, უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს არასწორი გზა. ყველა გზა, გარკვეულწილად არის კურთხევა, ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღებისას, მოიშორეთ ამ დროს გამოწვეული სტრესი და გჯეროდეთ რომ ყველა გზა ნამდვილად სახლში მიგიყვანთ.



სტატიის ავტორი: სოფო სუდაძე

180 views0 comments

Comments


bottom of page