იაპონური ხელოვნების განვითარების ტენდენციები
ხეიანი, კამაკურა და მურომაჩი.
ძენ ბუდიზმი და იაპონური კულტურა
ხეიანის პერიოდის ფერწერა: ბატალური ჟანრი (სახვითი ხელოვნების ჟანრი, ასახავს ომსა და სამხედრო ცხოვრებას)
“მოთხრობა ტაირას საგვარეულოს შესახებ”
მონოგატარი
სიტყვასიტყვით „მოთხრობა საგანთა შესახებ“; ხეიანის ეპოქის( IX-XII სს) კლასიკური რომანი, პოეტური ელემენტებით და ფერწერის ნიმუშებით,რომლის მთავარი თემებია ისტორიული მოვლენები, დიდი ორთაბრძილები, მასშტაბური და განსაკუთრებული მნიშვნელობის ისტორიული ფაქტები და ა.შ.
“გენჯი მონოგატარი”
(ავტორი მურასაკი შიკიბუ)
„გენჯი მონოგატარი“ - თხზულება უფლისწულ გენჯის შესახებ, რომელიც ბევრი მკვლევარის აზრით, მსოფლიოში უძველესი ფსიქოლოგიური რომანია. მის ავტორად მიჩნეულია სეფექალი მურასაკი შიკიბუ/ფუძივარას კლანი/. თხზულება მოგვითხრობს უფლისწულ გენჯის - იმპერატორის უკანონო შვილის სამიჯნური თავგადასავალს.
ემაკიმონო
ემაკიმონო - ჰორიზონტალური ფორმის გრაგნილი ქაღალდზე ან აბრეშუმზე (ხშირად დაფიქსირებული ფარჩის ქსოვილზე), რომელსაც კიდეებზე, ორ მხარეს - ხის ჩარჩო აქვს დატანებული.
კაკემონო -
საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის აღმოსავლური კოლეციიდან ; XVIII-XIXსს.
მონამოტო იორიმასა (1106-1180);
ედოს პერიოდის გრაფიკა
მინამოტო იორიმასა იაპონიის ისტორიაში ცნობილი პირველი ხარაკირის ავტორია.
უკიოე-ი - ედოს პერიოდის.
(უკიოე-ი - ფერადი გრავიურა, რომელიც ხეზე სრულდებოდა)
ძენ-ბუდიზმის როლი იაპონურ კულტურაში:
ძენ-ბუდიზმი, რომელსაც სამურაების ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა, იაპონიაში ჩინეთიდან XII საუკუნის ბოლოს გავრცელდა და თავისი აყვავების ზენიტს XIV-XV სს-ებში მიაღწია.
იაპონელთა აზრით, ძენი, ბუდიზმის ჭეშმარიტად იაპონური სახესხვაობაა. ძენის მოძღვრების თანახმად, ჭეშმარიტების წვდომის ძირითადი საშუალება მედიტაციაა.
იკებანა - ყვავილთა შეკონვა-შეხამება.
თუ დასაწყისში ძენის მთავარი მახასიათებელი ასკეტური ცხოვრება, სიმკაცრე და სისადავე იყო, ქვეყანაში გაბატონებული მდგომარეობის მოპოვების შემდეგ, სამურაების იდეალებმა სახეცვლილება განიცადა: თანდათან გამოიკვეთა სწრაფვა არისტოკრატთა ცხოვრების წესის მიბაძვისკენ. ფუფუნებისკენ.. ჩამოყალიბდა სრულიად ახალი ესთეტიკური პრინციპები, რაც ყველგან და ყველაფერში სილამაზის, მშვენიერების ძიებაში მდგომარეობდა...
ძენის ესთეტიკური პრინციპების გავლენით შეიქმნა იაპონურ ხელოვნებაში ორიგინალური მიმართულება ცნობილი “ერთი კუთხის” სახელწოდებით (ვაბი)
სესიუ (1420-1506) მონოქრომული ფერწერა სუიბოკუ
სუიბოკუს განვითარებ ადა აყვავება იაპონიაში მურომაჩის ეპოქას /1338-1573/ უკავშირდება.
სუიბოკუ - ეს იყო თეთრ გრაგნილზე შავი ტუშით შესრულებული ნახატები, როგორც წესი ისინი ჩინური კლასიკური პეიზაჟის სქემას იმეორებდნენ.
სუიბოკუს მარტივი და უბრალო სიუეტები ღრმა სიმბოლურ ქვეტექსტს შეიცავდა. ძენის ბერების უმეტესობა სუიბოკუს სტილის მხატვრები იყვნენ.
კანო მასანობუ (1434-1530)
მონოქრომული ფერწერის ახალი სკოლის ჩამოყალიბება XVI-XVII სს-ების პერიოდს უკავშირდება და ის “კანოს სკოლის “ სახელითაა ცნობილი. ამ სამხატვრო სკოლის ფუძემდებელი იყო კანო მასანობუ.
ნაგასაკის ბუდისტური (ძენ) ტაძარი; XVII ს-ის დას.
ყველანაირ არქიტექტურულ ნაგებობათა აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენდა ბაღები, პარკები და ეზოები, რომელთა მოწყობაშიც ნათლად აისახა იაპონელთა ლტოლვა ბუნებით ტკბობისაკენ,თვითჩაღრმავებისა და განმარტოებისაკენ.
ჩაის პავილიონი; კამაკურა
ჩაის სმის ცერემონიალი
იაპონიაში ჩაის სმის კულტივირება ძენ-ბუდიზმის საფუძველზე დაიწყო, და მართალია ის ქვეყანაში ჩინეთიდან გავრცელდა, ადგილობრივ ნიადაგზე მნიშვნელოვნად იცვალა სახე...
ჩაის სახლის ინტერიერი /რეკონსტრუქცია/; ბერლინის შორეული აღმოსავლეთის ხელოვნების მუზეუმი
コメント