სევდა რას გიპყრობს გაუგონარი?
(აუ, აფრინდა გუნდი ყორანთა)
ვინ შეაცდინა ეშმაკმა? ვინ გმო სახელი უფლისა?
(ბრძოლით ბრუნდება ლაშქარი)
სად არს ნათელი?
(გულს არ ჩერდება გრძნეული სხივი..)
შენ თუ არ იცი მიზეზი, აბა, ვის ეცოდინება?
(ვაჟაო, დილის მზის სხივო...)
საუბრობენ ღრუბლებთან ხშირად? ვარსკვლავი ბრწყინავს ასე საამოდ?
(ვარსკვლავი ბრწყინავს ასე საამოდ?)
მერე რა, თუ... სუნთქვას შეწყვეტს ფართე მკერდი?
(ვერ წაიღს, ვერა!)
მე რა მაღონებს?
(ვჭვრეტ სიყვარულით)
მაგრამ, მაუწყეთ, შესაძლო არის შეუძლებელი?
(თავზე მევლება..)
რა ჩუჩული ესმით ჩემთა ყურთა?
(თუთა)
თქვენ ჩაგიხედავთ კლდეების გულში? რა საიდუმლოს მალავს ფრიალო?
(თქვენ ჩაგიხედავთ კლდეების გულში?)
რატომ არ დასველდი, თუ წვიმდა წუხელი, გეძინა სადა? თქვი, ჭიამარია, სით მიგიხარია?
(თქვი, ჭიამარია!)
ღრუბლებს გაჰყვა.. სად ვეძებო, სადა?
(მე ლამაზი მეგობარი მყავდა...)
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
(მოდიოდა ნინო მთებით)
ნეტავი, რა უხარია, როცა სული ნისლებს იხვევს, როცა გული მწუხარეა?
(ნისლებს იხვევს ნარიყალა...)
როგორ, როგორ ვანდო.. საიდუმლო აშარსა და მსტოვარს?
(პაწაწინა რტო ვარ)
ია განგებამ დახატა, თუ ფიროსმანის ყალამმა?
(ჟუჟუნა წვიმა მოვიდა)
რა ეშველება ამ მოკლე ზაფხულს?
(რა ეშველება...)
რეკენ ზარები, რეკენ... სიზმარია თუ ცხადი?
(რეკენ ზარები, რეკენ..)
ო, ასეთი წუთი, დაუბრუნებელი, შენც ხომ არ გქონია?
(როგორ მინდა შენთან, ჩემო მაგნოლია)
მინდორში ქარის დაჭერა... რომელ კანონში წერია?!
(რომელ კანონში წერია?!)
მაშ... დუმილი რაა ხანგრძლივი და მწველი?
(ყვავილების ღამე..)
იასამანი სველ კიბეებთან რაზე ფიქრობდა?
(შეყვარებულნი ოდეს ქარები...)
რა გედარდებისთ? რა ფიქრები გაქვთ უღვთო?
(შეხვედრა ლუდით შემთვრალ ტორღვასთან ახიელში)
ნუთუ ამ ფოთლებს ამ მღვიმეების, ამ მარტოობის არ ეშინიათ?
(შიომღვიმეში)
ცამ ხვაშიადი რატომ დამალოს? მე... ხვაშიადი რატომ დავმალო?
ჩამოვფრინდები, იასამანო
სხვა საქართველო სად არი?!
ანა კალანდაძის დაბადების დღე - 15 დეკემბერი
სტატის ავტორი სოფო სუდაძე
Comments