იპოვი იმას, რაც არასდროს გიძებნია, აღმოგაჩნდება ნიჭი და უნარი, რასაც ვერასოდეს წარმოიდგენდი. რას არ გაიგებ საკუთარ თავის შესახებ, თუ მოუსმენ, დააკვირდები.
ვამბობთ - ადამიანი უსაზღვორა, შესაძლებლობები უსაზღვროა.
როგორ აღმოვაჩინოთ საკუთარ თავში ახალი - მე?
ძიების ეს გზა, თურმე, უდიდესი თავგადასავალია.
მინდა მოგიყვეთ მარიამზე, პროფესიით ფსიქოლოგი და სოც. მუშაკი. მუშაობს თემის განვითარების ფასილიტატორი ბავშვთა დაცვის მიმართულებით. იზოლაციის დროს აღმოაჩინა, რომ ჯანსაღი და ესთეტიური საუზმის მომზადება აინტერესებს, ეხალისება და ართობს.
მარიამი: - საზუმე ჯანსაღი კვების მნიშვნელოვანი ნაწილია. განტვირთვა, შემოქმედებითობა და სწორი კვება. ვიფიქრე როგორ მომემზადებინა, რომ ყოფილიყო შემოქმედებითი და სასრგებლო ორგამიზმისთვის.
წინასწარ არასდროს ვიცი რას მოვამზადებ თუმცა ინგრენდიენტები სულ მაქვს მომზადებული. ადრე თუ დილით ადგომა მეზარებოდა, ახლა ყოველ დილით მიხარია გაღვიძება, ჯგუფში ვუზიარებ ადმიანებს და როცა მოსწონთ სასიამოვნოცაა და მოტივაციასაც მაძლევს. ინტერპრეტაციებს თავად ვიგონებ.
საუზმე დღის პირველ მონაკვეთთანაა დაკავშირებული, როგორც დავიწყებთ დღეს - ისე გრძელდება. საუზმე მნიშვნელოვანია, ნივთიერებათა ცვლას უზრუნველჰყოფს, ენერგიით გვავსებს, აისახება განწყობაზე, სამუშაოს ხარისხზე.
ყველა ადამიანს სტრესტან გამკლავების საკუთარი გზა აქვს, ჩემთვის ეს იყო აღმოჩენა.
ვსაუზმობ ყოველთვის ეზოში, სუფთა ჰაერზე, მუსიკასთან ერთად, სიმშვიდეში, ჩიტების ხმის ფონზე. ჩემთვის ერთგვარი რიტუალია ჯანსაღი საუზმის ესთეტიურად მომზადება და დაგემოვნება. პოზიტიური განწყობა მთელ დღეს მიმყვება.
რესპონდენტი: მარიამ ნარიმანაშვილი
სტატიის ავტორი: სოფო სუდაძე
Comments