რა საკვები ნივთიერებებია აუცილებელი? რა მნიშვნელობის არის თითოეული? რამდენი გჭირდებათ? რა მოხდება, თუ ვიტამინების დეფიციტი გაქვთ?
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ექიმებმა წარმოადგინეს სპეციალური მოხსენება. მოცემული იყო თუ როგორ განსხვავდება ვიტამინები და მინერალები, როგორ შეიწოვება ისინი და როგორ ურთიერთქმედებენ. კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, თქვენმა ორგანიზმმა უნდა მიიღოს 30-ზე მეტი ვიტამინი, მინერალი და დიეტური კომპონენტი. ვიტამინების, მინერალების და სხვა მიკროელემენტების მიღება მნიშვნელოვანია.
ვიდრე გავეცნობით ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ექიმების რჩევებს, მანამდე მინდა წარმოგიდგინოთ ინტერვიუს წევრებში ჩატარებული მცირე გამოკითხვა.
შეკითხვა: რაშია ყველაზე ბევრი ვიტამინი?
ინტერვიუს წევრების პასუხები >>>
მ. ქიტიაშვილი - ვაშლში, მაგრამ არ მიყვარს.
T. Sudadze - ზღვის პროდუქტებში.
მ. ბუცხრიკიძე - თაფლში.
Г. Т. - ავოკადოში.
I. Gvaramadze - ბროწეულის წვენი - ღმერთების სასმელი!
A. Shalikiani - გოგრა - B, C, E
T. Begiashvili - ავოკადო A, C და E ვიტამინს შეიცავს, ბროწეული ყველაფერს.
................................
Sh. Kokauri - მზიან ამინდში.
D. Suaridze - სიყვარულში!
K. Khurtsilava - სიცილში.
O. Khokhiashvili - ძილში.
რას ამბობენ ჰარვარდის სამედიცინოს სკოლის ექიმები:
ბოჭკოვანი საკვების ნაწილი რთულია გადასამუშავებლად, თუმცა ბოჭკოვანი საკვების უმეტესი ნაწილი ხელს უწყობს ქოლესტერინის შემცირებას, სისხლში შაქრის კონტროლის გაუმჯობესებას. ასევე, ხელს უწყობს წონაში კლებას.
ყავისფერი ბრინჯი
ხორბალი
ქერი
შვრია
კაკალი
ლობიო
ოსპი
ვაშლი
მოცვი
სტაფილო
ვიტამინები ორგანული ნივთიერებებია, რომლებიც გვხვდება მცენარეებსა და ცხოველებში. მინერალები დედამიწის არაორგანული ელემენტებია (ნიადაგი და წყალი). ორივე აუცილებელია ზრდისა და ჯანმრთელობისთვის.
რკინა - ხორცი, ფრინველი, თევზი, და ლობიო
ვიტამინი A - სტაფილო, ტკბილი კარტოფილი, ისპანახი, კომბოსტო
ვიტამინი B12 - ხორცი, ფრინველი, თევზი
ვიტამინი E - კაკალი, თესლი, მცენარეული ზეთები, ფიტოქიმიკატები.
ფიტოქიმიკატები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ ჯანმრთელობისთვის კარგია: მოცვი, ჟოლო, მარწყვი, მაყვალი, სტაფილო, პომიდორი, სოიო, წითელი ყურძენი, ჩაი.
ვფიქრობ, ადამიანები ზუსტად გრძნობენ რა არის მათთვის სასარგებლო და საჭირო. ვინც უსმენს საკუთარ ორგანიზმს და აკვირდება, იცნობს კიდეც, რა მიაწოდოს მას. სასიამოვნოა საკითხის მრავალი კუთხიდან ხედვა.
ორი საინტერესო ფაქტი გამოკითხვიდან:
1. ვიკითხე ვიტამინები და პასუხად მივიღე - ძილი, სიცილი და სიყვარული.
2. ვიტამინები საკვებში დაასახელეს მდედრობითი სქესის წარმომადგენლებმა, ხოლო - მზიანი ამინდი, ძილი და სიყვარული - მამრობითი სქესის წარმომადგენლებმა.
ადამიანმა რომელმაც სიყვარული დაასახელა იყო დავით სუარიძე და ვთხოვე ამ თემის გაშლა. მისი პასუხი ასეთი იყო:
დ.ს. "სიყვარული - არის რაღაც ისეთი რომელიც კარგად გხდის და გასაზრდოებს. ურეცეპტოდ გასაცემი ვიტამინია და მისი გადაჭარბებული დოზით მიღება სავალდებულოა თქვენი ჯანმრთელობისათვის. რომ ავიღოთ ნებისმიერი ვიტამინის არქონა ან ნაკლებობა ადამიანში სიყვარულის გარდა, ყველა შემთხვევაში არაუშავს. თუ ავიღებთ ყველა ვიტამინის მქონე ადამიანს - უსიყვარულოდ - გამოვა, რომ ვიტამინები ვერ გვაბედნიერებს, როგორც ცალკეული ნივთიერებები ორგანიზმში.
- გინახავთ ადამიანი რომელიც სიყვარულით აღსავსეა და C ვიტამინს მისტირის? - - არ გინახავთ ვიტამინებით უზრუნველყოფილი ადამიანი, რომელიც რას არ მისცემდა რომ სიყვარული ქონოდა, სიყვარულით დამტკბარიყო? მადლობა ყურადღებისთვის"
სტატია მოამზადა სოფო სუდაძემ.
ჰარვარდის ექიმების რჩევები > წყარო: Harvard Medical School. https://www.health.harvard.edu/staying-healthy/best-source-of-vitamins-your-plate-not-your-medicine-cabinet
Comments