ვინ არის ალექსანდრე ჯიქია: დიდი გამოჩენილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, წარმატებული ბიზნესმენი და მწარმოებელი კომპანიის მფლობელი, საქართველოში საუკეთესო ბარმენი და მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი ყმიანი. ოდნავ შეამცირეთ ეს წარდგენა და აი, ეგაა ალექსანდრე ჯიქია.
ალექსანდრეს აქვს ტყავის აქსესუარების (ძირითადი მიმართულება საფულეები) ბიზნესი "Alexander - ალექსანდერ", რომელზეც ბოლოს მოგახსენებთ.
თუმცა, მან სოც. ქსელში ყურადღება იუმორისტული გამონათქვამებით მიიქცია, მაშ ასე:
როგორც იტყოდა მალეფისენტი, ბარმენ, დამისხი რამე ისეთი!
როგორც იტყოდა ოშო, რას შვრები, რავა ხარ, ბოშო?
როგორც იტყოდა ლეროი სანე, ადე შეჩემა, შეჭამე რამე..
როგორც იტყოდა ანდრე აგასი, ხან დენი არ გვაქვს ხოლმე, ხან გაზი..
როგორც იტყოდა რუსთავის მერი, ასფალტის ნაცვლად, დავაგე მ***ერი!
როგორც იტყოდა ალკოჰოლიკი ნელი, ხიდან ჩამოვარდნილს უკბენსო გველი..
როგორც იტყოდა ლოთი იურა, საქმე აკეთე პოზიტიურად..
როგორც იტყოდა ორნელა მუტი, მაგვიანდება 15 წუთით..
როგორც იტყოდა ალფრედ ჰიჩკოკი, არ გადააგდო გარეთ ბიჩოკი..
როგორც იტყოდა გეორგ ვიცინი, ძაღლის საქმეა კუდის ქიცინი..
როგორც იტყოდა ნინა კრავიცი, როგორა ვარ და აბა რავიცი..
როგორც იტყოდა მოურინიო ჟოზე, სალამი კაი ბიჭებს და ბოზებს!
როგორც იტყოდა მდგმური საწყალი, ხან ვაი-ფაი არ გვაქვს, ხან - წყალი..
როგორც იტყოდა სტივ ჯობსი, სადაც დალიე, იქ მოფსი..
როგორც იტყოდა რიჩარდ რაიტი, მომაწევინეთ რამე ლაითი..
როგორც იტყოდა პეტრე ოცხელი, ხან ცივი მოდის, ხანაც - ო, ცხელი..
როგორც იტყოდნენ რიკი და მორტი, ტრაკის თამაში არ არი სპორტი..
გარდა იმისა, რომ ალექსანდრეს გამონათქვამები ძალიან სახალისოა, ის ასევე არის ნიჭიერი პოეტი და წამკითხველი, რაზეც სხვა დროს მოგიყვებით.
Alexander - ალექსანდერ
ალექსანდრეს აქვს ტყავის საფულეების და აქსესუარების ბიზნესი, ტყავის საფულეები არის ნატურალური, ძალიან გემოვნებიანი, ხარისხიანი, აქსოვს პოზიტიურ ენერგიას და ხალისს, რის გამოც თქვენი საფულე მუდამ სავსე იქნება.
შედით მის გვერდზე, დაათვალიერეთ, მოიწონეთ >>> https://www.facebook.com/AlexanderHandmade/
სტატია მოამზადა სოფო სუდაძემ
Comments