top of page

სამყარო სხვაგვარად იწყებს ბრუნვას, როცა ცეცხლს წყალი შეუყვარდება

Updated: Aug 15, 2020

მე ვარ ის ერთადერთი, ვისი შეცნობაც არ გინდა

მე ვარ ის ერთადერთი ღმერთი, ვისი შეცნობაც არ გინდა.


შეცნობილისგან გარბიან, შენ კი არ გინდა გარბოდე,

გინდა ილტვოდე,

შეუცნობლისკენ.

გინდა ღმერთი არსებობდეს და ეძებდე დაუსრულებლად

ეს არის შენი არსებობის სიცხადე.


სიცოცხლე გიყვარს, რადგან არ იცი, ვერ ამოხსენი.


მე სიცოცხლე ვარ

ჩემშია,

შემიძლია გაჩვენო,

სიცოცხლე,

რომელსაც ვერ ხსნი.


მე ვარ საიდუმლო


ჩემი საიდუმლო პეპლებია

ჩემი საიდუმლო მუცელშია.

ჩემი საიდუმლო ჭიპზე კიდია.


ბრაზილიაში ვიყავი როცა ეს ფიქრები ამოტივტივდა, ჩემი ნაცნობიც იქ იყო. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი იქ რატომ იყო ჩემთან ერთად, არ ვართ ახლოს, ერთხელ თუ ორჯერ მყავს ნანახი.


მაღაზიაში რომ შევედით 4 წრე დავარტყი, რამე ამერჩია, ბრაზილიისთვის დამახასიათებელი, თუმცა ვერაფერი.


ყოველ ჯერზე, ხელახლა, წრეზე წასვლისას, მახსოვდა რომ მანამდე რაღაც მომეწონა და აუცილებლად ავიღებდი, მაგრამ როცა ვუახლოვდებოდი ისევ ჩვეულებრივი მეჩვენებოდა, და არა რამე ბრაზილიური.


იქ ოთხი დღე გავატარე, ოთხ ნაცნობს შევხვდი, ორს შემთხვევით, ორს დაგეგმილად. ჩემთვის ოთხი ამინდი არსებობს: თოვლიანი, ქარიანი, წვიმიანი და მზიანი. იქ მხოლოდ მზიანი და წვიმიანი იყო. ცეცხლი და წყალი.


რა მოსდის ჭურჭელს რომელიც წყლითაა სავსე და ცეცხლი უკიდია?

რას ნიშნავს როცა წყალს გრძნობ და ცეცხლს გამოხატავ?


"სამყარო სხვაგვარად იწყებს ბრუნვას, როცა ცეცხლს წყალი შეუყვარდება"



33 views0 comments

Comments


bottom of page