top of page

ტკივილი გარდაუვლად მეტია სიხარულზე - გიორგი კეკელიძე

როგორ იპოვე საკუთარი თავი?


არასდროს მიძებნია.


რა არის ეს ცხოვრება შენთვის?


საინტერესო გაუგებრობა.


რისთვის დაიბადე, როგორ ფიქრობ?


თავგადასავლებისთვის, შფოთვის თანხლებით.


ცხოვრებაში ყველაზე მთავარია..


გზები.


რა არის სიყვარული შენეულად?


სიცოცხლეზე საინტერესო გაუგებრობა.


რამხელა მნიშვნელობა აქვს სევდას?


სევდა არის ადამიანად ყოფნის ნიშანი.


როცა სიკვდილზე ფიქრობ, რას გრძნობ?


შიშს.


ოცნებების ასრულებისთვის საჭიროა..


სიჯიუტე.


რას მირჩევ, ახლა რომ ვიწყებდე ცხოვრებას?


გირჩევ ცხოვრებას ისე უყურო როგორც ფილმს, თან საუნდტრეკიც შეარჩიე.


ადამიანს ყოველთვის უნდა ახსოვდეს..


მომავალი.


ცხოვრებაში მიხვდი რომ..


ტკივილი გარდაუვლად მეტია სიხარულზე.

ადამიანები იცვლებიან?


ძნელად და სხვადასხვა გარემოების იძულებით, მაგრამ კი.


რა მოაქვს განშორებას?


ტკივილი - სიკვდილისაც და ახლის დაბადებისაც.


რა მოაქვს აუსრულებელ სურვილებს?


ახალი, უფრო დიდი სურვილების გაჩენა.

15 views0 comments

留言


bottom of page