უ სიყვარულობა, როგორც ძვირფასი მონაპოვარი )
ერთხელ, ლევან ბერძენიშვილმა გვითხრა ლექციაზე, ოშოს(თუ სწორად მახსოვს) უწერია, როგორ შეიძლება სიყვარულისგან გათავისუფლებაო. დამამახსოვრდა. ამეკვიატა. რა დასამახსოვრებელი ეგ იყო, მაგრამ მჭირდებოდა იმ ადამიანების სიყვარულიგან გათავისუფლება, რომლებსაც ჩემი მეგობრები ერქვათ და ტკივილის მეტი არაფერი მოჰქონდა მათთან ურთიერთობას. ჰოდა, მე, რომელიც ვგრძნობდი და ვცხოვრობდი ასე :
,,შენ მითხარი,
რომ შეიძლება დაიძინო,
გაიღვიძო
და ადამიანი აღარ გიყვარდეს.
რა მეპასუხა,
სიჩუმის მეტი.
...
ჩემი სიყვარული ასეთია:
შეიძლება დავიძინო
და აღარც აღარასოდეს გავიღვიძო,
მაგრამ თუ მიყვარს - მიყვარს.''
მივხვდი რომ ამ დამოკიდებულებებმა, ამ მძაფრმა განცდებმა დამაავადა და გადავწყვიტე.. თურმე შეიძლება, მართლა შეიძლება სიყვარულისგან გათავისუფლება, უბრალოდ, უნდა გაიმეტო შენი ცხოვრების ძვირფასი ,,იდეალური გმირები'' და დაანაწევრო, ჰო, შენი სამყაროსხელა სიყვარული თურმე მილიონ ნაწილად შეიძლება დაიშალოს და არცერთი მათგანი არ აღმოჩნდეს სიყვარულის ღირსი. სიყვარულის ფუყე ობიექტები.. იცით რა ხდება?! სიყვარულის გააზრება. და მორჩა, გააზრებული სიყვარული რაღა სიყვარულია?! თითქოს არც არასდროს ყოფილიყოს..
ჰოდა, ახლა ვფიქრობ , რომ შეიძლება დაიძინო, გაიღვიძო და ადამიანი აღარ გიყვარდეს. არ მიყვარს ეს ფიქრი, მაგრამ ჩემი მონაპოვარია და ვერ კი არა, არ დავთმობ. ვიცი, ასე სჯობს. ესეც ჩემი პიროვნული ,,განვითარება''.
იცით რა, მე(ც) მიყვარხართ და რომ დავიძინებ და გავიღვიძებ, ალბათ, უფრო მეტად მეყვარებით.
მგონი ყველას სიყვარული კი არა, ზოგის სიყვარული და ზოგის არსიყვარული გადაგვარჩენს.
არ დაიდარდოთ, გახსოვდეთ, თქვენ ხართ სინათლესთან უფრო ახლოს, ვიდრე დიდები.
მე ასე მიყვარხართ, ნუ მკითხავთ რატომ.
Comments