შეაფასეთ თქვენი რეაქცია ქვემოთ მოყვანილ მტკიცებაზე. ყურადღებით წაიკითხეთ თითოეული მათგანი და დასვით შესაბამისი ციფრი.
პასუხების ვარიანტები:
1 - იშვიათად;
2 - ხანდახან;
3 - დროის დიდი ნაწილი.
1. --------- მე შეიძლება დამარწმუნო ვინმეს პოზიციაში.
2. --------- მე არ ვურთიერთობ ადამიანებთან, ვისაც არ ვეთანხმები.
3. --------- მე დიპლომატიურად ვუდგები საკითხის განხილვას და არ ვაკრიტიკებ თანამოსაუბრეს.
4. --------- ვფიქრობ, რომ სხვები ცდილობენ საკუთარი აზრის თავს მოხვევას.
5. -------- მე ტაქტიანად გამოვხატავ ჩემს ფიქრებს და მრწამსებს, თუ ისინი განსხვავდებიან ეხლახანს გაჯღერებულისგან.
6. -------- თუ არ ვეთანხმები ვინმეს პოზიციას, ჩემს აზრს ჩემთვის ვინახავ, და არ ვამბობ ხმამაღლა.
7. -------- ყოველგვარი ცრურწმენების გარეშე ვისმენ სხვის აზრს.
8. -------- ემოციებს გასაქანს ვაძლევ.
9. --------- ვუწევ ხმას, რომ დავამტკიცო ჩემი აზრი.
10. ------- მიდრეკილი ვარ სხვა ადამიანების დამცირებისკენ, ჩემი სიმართლის დამტკიცებისას.
11. ------- ვეცდები ვაწარმოო მოლაპარაკებები და ვეძებო კომპრომისები.
12. -------- მეუბნებიან, რომ ძალიან უცერემონიო ვარ.
13. ------- ყველა ღონეს ვხმარობ იმისთვის, რომ ჩემი აზრი გაიგონონ ნებისმიერ დისკუსიაში.
14. ------- მეჩვენება, რომ კონფლიქტი თათბირის ჩატარების დროს გარდაუვალია.
15. ------ განსაკუთრებით ხმამაღლა ვლაპარაკობ ჩემი თვალსაზრისის გასამყარებლად.
ქულების დათვლა
შეკრიბეთ ქულები 1,2,4,6,8,9,10,12,13,14,15 პასუხებისთვის. მიღებული ჯამიდან გამოაკელით ქულების ჯამი 3,5,7,11 პასუხებისთვის.
რას ნიშნავს მიღებული რიცხვი?
1-4: „პასიური“. შესაძლოა, თქვენ იმდენად სუსტი ხასიათის მქონე ადამიანი ხართ, რომ რთულ ადამიანებს უფლებას აძლევთ თავიანთ ჭკუაზე გატარონ. კარგი იქნება, თუ ისწავლით საკუთარი იდეების და აზრების დიპლომატიურად და ტაქტიანად დაცვას.
5-10: „დარწმუნებული“. თქვენ გრძნობთ თავს უფრო დარწმუნებულად, განსაკუთრებით რთულ ადამიანებთან ურთიერთობისას. განაგრძეთ სხვადასხვა თვალსაზრისებისთვის ყურის გდება და შესაბამისად გამოხატეთ თქვენი აზრები და იდეები.
11 და მეტი: „აგრესიული“. თქვენ იმდენად ჭინჭყლიანი ხართ, რომ ადამიანები თავს არიდებენ თქვენთან ურთიერთობას. ურიგო არ იქნებოდა, თუ ისწავლიდით მოსმენას და საკუთარი აზრის უფრო ეფექტიანად გამოხატვას.
წყარო: დეილ კარნეგის "როგორ ვიცხოვროთ ბედნიერად"
Comments