ალბერტ აინშტაინი - ფიზიკოს-თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია XX საუკუნის უდიდეს მეცნიერად. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში.
წარმოგიდგენთ მის რამდენიმე ცნობილ გამონათქვამს
მე არ მაქვს რაღაც გასაოცარი ტალანტი. უბრალოდ, ცნობისმოყვარე ვარ.
მორალი ყველაზე მნიშვნელოვანია – მაგრამ მხოლოდ ჩვენთვის და არა ღმერთისთვის.
ლოგიკა მიგიყვანს A-დან B-მდე. წარმოსახვით კი ყველაფრის მიღწევა შეიძლება.
გარემო ყველაფერია რაც ჩემში არაა.
ცოდნის ერთადერთი წყარო გამოცდილებაა.
მოდი, ნუ მოინდომებ წარმატებულ კაცად ყოფნას, იბრძოლე იმისთვის, რომ იყო ღირსეული და დასაფასებელი.
კარგად „ჩაიხედე ბუნებაში“ და ყველაფერს უკეთ მიხვდები.
სიყვარული მოვალეობაზე კარგი მასწავლებელია.
ინფორმაცია ცოდნას არ ნიშნავს.
თუ არ შეგიძლია ახსნა ადვილად, მაშინ უბრალოდ საფუძვლიანად არ იცი.
რელიგიები, ხელოვნება, მეცნიერება, ეს ყველაფერი ერთი ხის ტოტებია.
კითხვა, რომელიც ხშირად მაწუხებს: მე ვარ გიჟი თუ სხვები?
ადამიანი, რომელიც არასდროს უშვებს შეცდომებს, არასდროს აკეთებს რაიმე ახალს.
ფანტაზია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა, ცოდნას საზღვრები აქვს, ფანტაზია კი თავისი უსაზღვრობით ქმნის ევოლუციას.
შთაგონების საიდუმლო თავად შთაგონების წყაროშია.
პოზიციის სისუსტე ხასიათის სისუსტეს ნიშნავს.
Comments