top of page

ცნობისმოყვარეობა გვიხსნის ახალ გზებს - უოლტ დისნეი

"პირველი, ფიქრი. მეორე, ოცნება. მესამე რწმენა. დაბოლოს, გამბედაობა"


ძნელი წარმოსადგენია ბავშვობა ჯადოსნური უოლტ დისნეის გარეშე. კიდევ უფრო ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს ყველაფერი ერთი კაციდან დაიწყო.


დისნეის არასოდეს დაურთავს ნება ეჭვებისთვის რომ თავისი გიჟური ოცნებებისკენ სწრაფვაში ხელი შეეშალა.


პირველი ფერადი მულტფილმი - მიკი და მისი მეგობრები, პირველ აკადემიურ ჯილდოზე მიიღო ანიმაციური მოკლემეტრაჟიანი ფილმის ტიტული და პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ტიტული - რაღათმაუნდა "ფიფქია და შვიდი ჯუჯა".


უოლტ დისნეის თვალწარმტაცი კარიერა აშენდა.


ფიფქია დღეს განიხილება, როგორც კინემატიკური გენიოსის ძეგლი. ეს წარმატება მარტივი არ ყოფილა, დისნეიმ ყველანაირად გარისკა, ფიფქიას ბიუჯეტისთვის $ 1,5 მილიონის სესხის აღებით ... იყო დიდი დეპრესია, მაგრამ დისნეიმ უგულებელყო აწმყო და დაუპირისპირა მას თავისი ამბიციები - დანარჩენი კი, როგორც ჩვენ ვნახეთ, კინოს ისტორიაა.


დისნეიმ იცოდა, რომ ყველა ზრდასრული ადამიანის სურვილია, კვლავ თავისუფლად იოცნებოს.


უოლტ დისნეის ტოპ 30 ციტატა. გააღვიძეთ თქვენში მეოცნებე.


  • "ჩვენი ყველა ოცნება შეიძლება ახდეს, თუ ჩვენ გვექნება გამბედაობა განვახორციელოთ ისინი."


  • "ნამდვილი უბედურება მსოფლიოში ისაა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი "იზრდება", და ავიწყდებათ."


  • "როდესაც ცნობისმოყვარე ხარ, აღმოაჩენ უამრავ საინტერესო რამეს გასაკეთებლად."


  • "იმისთვის რომ დაიწყოთ, უნდა შეწყვიტოთ საუბარი და აკეთოთ საქმე".


  • "ადამიანმა არასოდეს არ უნდა დააყენოს ბიზნესი ოჯახზე მაღლა"


  • "რატომ სწუხხარ? თუ შენ მაქსიმალურად მოინდომე რომ კარგი გამოსულიყო, შენი წუხილით კიდევ უკეთესს ვერ გახდი მას".


  • "ჩვენი უდიდესი ბუნებრივი რესურსია ჩვენი შვილების გონება".


  • "თუ ოცნებობ, ამის განხორციელებაც შეგიძლია. ყოველთვის გაიხსენე, რომ ეს ყველაფერი თაგვის(მაუსის) საშუალებით დაიწყო."


  • "ერთგვარად სასიამოვნოა რომ აკეთო შეუძლებელი"


  • "თუ გჯერა რაღაცის, დაიჯერე ყველა შესაძლო გზით, მთელი არსებით, აშკარად და უდავოდ"


  • "სიცილი არის დროული, წარმოსახვას არ აქვს ასაკი, ოცნებები კი სამუდამოა".


  • "დაბადეთ კარგი იდეა და დარჩით მასთან, შემდეგ ის დახვეწეთ და იმუშავეთ ამაზე სანამ სწორად არ შესრულდება."


  • "ჩვენ წინ ვდგავთ ნაბიჯს, ვხსნით ახალ კარს და ვაკეთებთ ახალ რაღაცეებს, რადგან ცნობისმოყვარეები ვართ და სწორედ ცნობისმოყვარეობა გვიხსნის ახალ გზებს".


  • ”სიცილი ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპორტია”.


  • ”რატომღაც არ შემიძლია დავიჯერო, რომ არსებობს რაიმე სიმაღლეები, რომლლის დაძლევაც ადამიანს არ შეუძლია. მაგალითად ოთხი განსაკუთრებული საიდუმლოს მეშვეობით, ესენია: ცნობისმოყვარეობა, ნდობა, გამბედაობა და გამძლეობა”.


  • ”ფანტაზია და რეალობა ხშირად ემთხვევა”.


  • ”თქვენ მიაღწევთ წერტილს, სადაც არ მუშაობთ ფულისთვის.”


  • "ყოველი გაცინება, ცრემლს ითხოვს."


  • "რამის დასაწყებად საუკეთესო გზაა - შეწყვიტო საუბარი და დაიწყო ქმედება."


  • "გააკეთე კარგი საქმე და ფულზე ნუ იდარდებ, ის თვითონ იზრუნებს თავის თავზე, უბრალოდ გააკეთე ის რაც საუკეთესოდ გამოგდის და ეს იქნება შენი კოზირი."


  • "რაც უფრო მეტად მოგწონს საკუთარი თავი, მით ნაკლებად მოსწონხარ სხვებს - და ეს უნიკალურს გხდის."


  • "ადამიანმა უნდა დაისახოს მიზნები და შემდეგ მთელი ნიჭი და ენერგია ამაში ჩადოს. რა შედეგიც არ უნდა მიიღოს, მას ეცოდინება, ეს მიზნები ცოცხალი იყო."


  • "ყველა ჩვენი ოცნება ახდება თუ გვეყოფა გამბედაობა ამის განსახორციელებლად."


  • "ყველა უბედურება და დაბრკოლება რაც იყო ჩემს ცხოვრებაში, ეს მაძლიერებდა. შეიძლება ვერ გააცნობიერო ეს რატომ ხდება, მაგრამ სწორედ წიხლი კბილებში - შეიძლება იყოს საუკეთესო რამ შენთვის."


  • "რასაც არ უნდა აკეთებდე, გააკეთე კარგად."


  • "ძირს ყველა ეცემა. წამოდგომა არის - როგორ ისწავლო სიარული."


  • "ნურაფერზე მოიწყენთ, გუშინდელი დღე არის წარსული."


  • ”სიმამაცე არის ლიდერის მთავარი მახასიათებელი. რისკი და გამბედაობა, რომ წამოიწყო რამე და გააგრძელო, სათავგადასავლო სულისკვეთებით."


  • "როდესაც ხართ ცნობისმოყვარე, აღმოაჩენთ უამრავ საინტერესო საქმეს გასაკეთებლად. და რამის მისაღწევად საჭიროა - გამბედაობა!"


  • ”თქვენ შეგიძლიათ ოცნებობდეთ, შექმნათ, შექმნათ და შექმნათ მსოფლიოს ყველაზე შესანიშნავი ადგილი, მაგრამ ის მოითხოვს ხალხს, რომ ოცნება რეალობად აქციოს.”


  • ”მე არ ვაღიარებ საკუთარი წარმოსახვის შეზღუდვებს.”


  • "მე არასოდეს ვყოფილვარ დაინტერესებული პირადი მოგებებით. ეს ბიზნესი და ეს სტუდია იყო ჩემი შინაგანი სამყარო."



გამოყენებული წყარო: Goalcast; Hannah Hutyra; https://www.keepinspiring.me/walt-disney-quotes/

სტატია მოამზადა: სოფიო სუდაძემ

86 views0 comments

Comments


bottom of page